სკანდალი: სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოპოვებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ერთვება
პოლიტიკა - 17:55, 26 Nov, 2018     1546
სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, წინასაარჩევნო კამპანიაში კიდევ ერთი სახელმწიფო უწყება ერთვება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, მისი თანამშრომლები რეგიონებში სწორედ პოლიტიკური აგიტაციისთვის მიავლინა. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა ძალოვანი უწყების იმ თანამშრომელთა ვინაობაც, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში არიან მივლინებულები.

„კურიერი“ დაუკავშირდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, თუმცა ისინი არ ადასტურებენ, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ საგანგებო რეჟიმში რეგიონებში მუშაობენ.

„მე დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ. მე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვმუშაობ, მიმართეთ ჩემს კონკრეტულ ლოკაციას და ობიექტს გეტყვიან,“-ამბობს მაიორი გიორგი სხირტლაძე.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით წინასაარჩევნოდ გორშია მივლენილი, რადგან წარმოშობით თავად გორელია, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„სხვაგან მოხვდით, უაზრო შეკითხვებია, საიდან რა მოგაქვთ აზრზე არ ვარ,“ - ამბობს კაპიტანი კახა კაპანაძე.

ხელისუფლების ოპონენტები სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელი რეგიონებშია გამწესებული, სადაც აქტიურად აგროვებენ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ხმებს.

„ვხედავთ, რომ ისინი უბრალოდ ზონის კოორდინატორებივით მუშაობენ გადანაწილებულები არიან ყველა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობის წარმომადგენელი სხვადასხვა რეგიონებში და აქვთ რამდენიმე მიმართულება, ეს არის შანტაჟი, ეს არის შეთავაზებები. ისინი აკოორდინირებენ არამხოლოდ „ოცნების“ რესურსს როგორც ადმინისტრაციულ ასევე პარტიულს, არამედ შავი სამყაროს წარმომადგენლებს.

ერთი მაგალითია ყველასთვის თვალში საცემი, რომ ეს ყბადაღებული ლავას ოღლი ,მინდია გორაძე, რომელსაც აქედან პირიქით თურქეთში უშვებდნენ სთხოვეს თურქ სამართალდამცველებს იქ დააჭერინეს და შემდეგ აქ გამოაშვებინეს, ანუ გამოიწერეს ქურდი საარჩევნოდ ძალოვანებმა“-ამბობს გივი თარგამაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვახტანგ იაშვილი კი ამბობს, რომ მსგავსი დარღვევებით არჩევნები შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც კი არ ჩატარებულა.

მისი თქმით, მმართველი პარტია და ქვეყნის ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ყველანაირი მეთოდის გამოყენებით ცდილობენ არჩევნებზე სასურველი შედეგის მიიღონ.

ინფორმაციას უარყოფენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ბრალდებები უსაფუძვლო, რადგან მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს.

„თუ სადმე რამე დადასტურდა, ყოველთვის არის შესაბამისი სტრუქტურების რეაგირება, ეს არის მოგონილი სცენარების იმისთვის, რომ დელეგიტიმაცია მოახდინონ საარჩევნო პროცესის, რომელიც მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს,"-ამბობს ცქიტიშვილი.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42