გიორგი მარგვაელაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცულობისკენ მოუწოდა
პოლიტიკა - 17:32, 26 Nov, 2018     407

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს იგორ დოგლოვს შეხვდა და აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია პირადად უკრაინელი დიპლომატისგან მოისმინა. გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას. პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცულობის აუცილებლობისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქერჩის ყურეში განვითარებული მოვლენები უაღრესად საშიში ფაქტია და ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ახალ ფორმებს იძენს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, „აზოვის ზღვაში წუხელ ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი პირველივე წუთიდან საქმის კურსშია და იღებს ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება მოვლენები. ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ცხადია საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც შეეხება მომხდარს, ეს არის უაღრესად საშიში ფაქტი. საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ გაუმახვილებია პარტნიორების ყურადღება შავი ზღვის დაცულობის აუცილებლობაზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სახმელეთო ოპერაციებით, ოკუპაცია საფრთხეს უქმნის უკვე საერთაშორისო სანაოსნო მარშრუტებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები იყოს აღკვეთილი და ეს იყოს განხილული არა როგორც ცალკეული პრეცედენტი, არამედ ნათლად იყოს დანახული ის საფრთხეები, რომლებიც იმალება ამ ქმედების უკან და რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად საფუძვლებს, ისე კონკრეტულად ამ რეგიონში უსაფრთხოებას."

უკრაინის ელჩთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42