პენსიონერების მოსყიდვის შესაძლო ფაქტი ქუთაისში - მესამე სექტორი შეშფოთბას გამოთქვამს
პოლიტიკა - 15:41, 26 Nov, 2018     646
ქუთაისში პენსიონერებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდოდ თანხის დარიგებას მესამე სექტორი ეხმაურება.

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წევრი შორენა ლაღაძე აცხადებს, რომ პენსიონერებმა დაადასტურეს, რომ მათ 50-70 ლარს მისცეს და განუცხადეს, რომ ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

„როგორც განაცხადეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს თანხა მიიტანეს ამ პიროვნებებამდე, ეს თანხა იყო განკუთვნილი წამლებისთვის და ეს იყო სახელმწიფო პროგრამა. რეალურად, არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ წამლებით უზრუნველყოფას პენსიონერების გარკვეული ჯგუფის, თუმცა, ეს ხდება ოფიციალურად, მას შემდეგ, რაც პენსიონერი მივა აღრიცხვაზე მყოფ პოლიკლინიკაში და შემდეგ მივა აფთიაქში. ამ შემთხვევაში ეს მოხდა ხელზე ფულის მიცემით, არანაირ დოკუმენტზე არ ყოფილა ხელი მოწერილი,“ - განაცხადა შორენა ლაღაძემ.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) წარმომადგენელი, ირინა გურგენაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამომრჩევლისთვის ფულის მიცემა კანონდარღვევაა.

„პირდაპირ თანხის გადაცემა, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, ორი დღით ადრე, ღამის 12:00 საათზე, ჩვენთვის ეს არის, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა როგორც საარჩევნო კოდექსის, ისევე საქართველოს კანონმდებლობის, სისხლის სამართლის დანაშაულთანაც შეიძლება საქმე გვქონდეს,“ - განაცხადა ირინა გურგენაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42