„ვინც ნება გამოხატა, რომ 48-ს უნდა დაეხმაროს, ჩვენ ყველას მივესალმებით“ - „ოცნების“ შტაბი ჩახალიანის მიერ ზურაბიშვილის მხარდაჭერაში პრობლემას ვერ ხედავს
პოლიტიკა - 15:26, 26 Nov, 2018     1053
სეპარატისტული განწყობებით ცნობილი ვაჰაგნ ჩახალიანის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გამოცხადებულ მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ ახალქალაქის შტაბში დადებითად აფასებენ.


„მე როგორც ვიცი, თავისი სურვილით კაცმა, თავისი აზრი გამოხატა და 48-ს ამჯერად მხარი დაუჭიროს, ვინაიდან ჩვენ მშვიდობა გვინდა. ვიცი, რომ ეგ ადამიანი ორ სამ ადგილას ყოფილა. ვინც ნება გამოხატა, რომ 48-ს უნდა დაეხმაროს ჩვენ ყველას მივესალმებით. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეგ ადამიანი აწამეს. პოლიტპატიმარი იყო,“- აცხადებენ „ქართული ოცნების“ შტაბში.

„ქართული ოცნების“ შტაბი ჯავახეთში უარყოფს, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი სოფლებში მათი დავალებით დადის და ამომრჩეველთან სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო კამპანიას ეწევა. პარტიაში ამბობენ, ფაქტთან კავშირი არ აქვთ და ჩახალიანი, ზურაბიშვილისთვის მხარდამჭერებს საკუთარი სურვილით აგროვებს.

შეგახსენებთ, რომ „ჯავახკის“ დამფუძნებელმა, ვაჰაგნ ჩახალიანი სომხეთიდან საქართველოში 5 დღის წინ, სპეციალურად წინასაარჩევნოდ დაბრუნდა. ის უკვე ჩაერთო მმართველი გუნდის რჩეული კანდიდატის კამპანიაში. მან მოსახლეობასაც მიმართა და ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42