„ის იყო ჩემთვის მომენტი, როდესაც მეტამორფოზა მოხდა. ალბათ ფიცის დადებას ჯარისკაცშიც ასეთი განცდა აქვს. ამ სიტყვას რომ ამბობ ხალხის წინაშე, ფსიქიურად გცვლის და როგორც პოლიტიკოსი შევიცვალე. აღარ ვიყავი მე ის ადამიანი, ვინც ებრძოდა „ნაციონალურ მოძრაობას“...“- აღნიშნა მარგველაშვილმა.
საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, მომავალ მე-5 პრეზიდენტს სიძლიერე უსურვა:
„მაშინ როდესაც მომავალი პრეზიდენტი დადებს ფიცს, ჩემი ლოცვა იქნება მასთან ერთად რომ ძლიერი იყოს და ემსახუროს ჩვენ სამშობლოს.
ვუსურვებ ძალას, რომ არ შეეშინდეს ამ ქვეყნის ძლიერი ადამიანების და გააძლიეროს სუსტი ადამიანების მხარდაჭერამ, იმიტომ რომ საქართველოში მე არა ელიტების, არამედ სუსტების, ეკონომიკურად, მაგრამ მორალურად ძლიერი ადამიანების მხარდაჭერით ვიყავი.
საქართველოს პრეზიდენტი ვერცერთი ვერ იქნება გამარჯვებული სანამ ქვეყანა არაა გაერთიანებული.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






