"არ უნდა ვეთამაშოთ პოლიტიკურ ჟარგონებს, როგორიცაა „ომის დაწყება“, „ქალაქის დაბომბვა“, „დანაშაული“... იქ წასული თითოეული ჯარისკაცი იყო გმირი"- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 14:15, 26 Nov, 2018     942

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საზოგადობრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში გმირი უწოდა ყველა იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. ჰააგის პროკურორის ბენსუდას მიერ დაწყებულ გამოძიებაზე განცხადებების გაკეთებისას პრეზიდენტი პოლიტიკოსებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„2008 წელს ვინც იბრძოდა ბრძოლის ველზე, იმ გმირობის პარალელურად, რომ მათ ებრძოდა ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანა- რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარი, ეს იყვნენ ადამიანები რომლებსაც ბრძოლი ველზე არ დაუკარგავთ არც სითამამე და მთავარი, რითიც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, არ დაუკარგავთ ჰუმანურობა. საქართველოს და ქართველ ჯარისკაცებს არანარი პრობლემა არ უდგათ და რამდენიც არ უნდა იყოს ამ საკითხზე პოლიტიკური დისკუსია, მათ საქართველოს საზოგადოება დაიცავს ყოველთვის. თუმცა ის რისი განხილვაც ხდება მოხდა 10 წლის წინ, მოხდა რა რეგიონში? მოხდა ბრძოლის ველზე. ბრძოლის ველზე ობიექტური მესამე დამკვირვებელი არ არსებობს, ორია მხარე და დანარჩენი არის იქიდან გამოტანილი ამბავი, თუ რა ხდებოდა. ამ კონტექსტში პოლიტიკური განცხადებები მნიშვნელობას იძენს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ უნდა ვეთამაშოთ პოლიტიკურ ჟარგონებს, როგორიცაა „ომის დაწყება“, „ქალაქის დაბომბვა“, „დანაშაული“. საქართველოს პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს, ექნება წვდომა ყველა დოკუმენტაციასთან და არ მიყვარს ეს გამოთქმა- ენა მოუტრიალდეს, ან მოუნდეს, რომ რაიმე ვალდებულება აკიდოს იმ ადამიანებს. წარმოიდგინეთ როგორი ომია, ჩვენ ვებრძოდით ბირთვულ სახელმწიფოს, უძლიერეს სამხედრო სახელმწიფოს, იქ წასული თითოეული ჯარისკაცი იყო გმირი.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42