„როდესაც ის არის მოქმედი სამხედრო და მას ჩვენ ვაძლევთ უფლებას ატაროს იარაღი, მას აქვს კონსტიტუციური და სამართლებრივი შეზღუდვა. ამის მერე სამხედრო ხდება რიგითი მოქალაქე, მას აქვს უფლება თავისი პოზიცია ქონდეს. ამ წუთას მიმდინარეობს დებატები აშშ-ში იმ გენერალს, რომელმაც ჰუსეინი დააპატიმრა და ბენ ლადენის ლიკვიდაცია განახორციელა და შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის. ეს ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც სამხედრო აღარ ხარ, უფრო სწორად სამხედრო ყოველთვის ხარ, მაგრამ აღარ ხარ იარაღით ხელში. იქ აუცილებელია სკრუპულოზურად დაცული იყოს კანონი და ეს გამიჯვნა ჩვენ უნდა გვქონდეს აუცილებლად. სამოქალაქო პირს სხვა უფლებები აქვს და პირს, რომელსაც მივეცით იარაღის ტარების უფლება კანონით სხვა უფლებები აქვს, შესაბამისად აქ არის პასუხი, ასე ვერ იქნება, რომ ყველა სამხედროზე მისაღები იქნება, ან მიუღებელი. ყოფილი სამხედროები არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ კონსტიტუციური უფლებებს ვერ შევუზღუდავთ“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






