რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ შტაბის წევრის სახლში მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს - აღნიშნულ ფაქტს თავად დაზარალებული იხსენებს.
გოგა ინჯგია „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მომხდარი არჩევნებამდე ორი დღით ადრე არის ხელისუფლების გზავნილი ოპოზიციის მიმართა, რომ მან ვერ შეძლონ 28 ნოემბრისთვის საკუთარი ელექტორატის მობილიზება.
„პრინციპულ არჩევნებში თუ ამას გულისხმობენ, რომ პრინციპულად ეს გააკეთონ, 28-ში ვნახავთ ამ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ ეს არის არჩევნებამდე და თან რამდენიმე დღით ადრე, ერთგვარი სასიგნალო ხმა, რომ შევჩერდე იმიტომ, რომ ვარ ძალიან აქტიური და შესაბამისად, ვარ ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ხელმძღვანელი და აქედან გამომდინარე, ეს უკვე ფაქტი არის, რომ უბრალოდ შევჩერდე, არ ვიმუშაო და არ გავუკეთო ჩვენ მომხრეებს მობილიზება,“ - განაცხადა გოგა ინჯგია.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა, თავდასხმის სამიზნე რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრის სახლი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






