„გრიგოლ ვაშაძე იგებს არჩევნებს“, - ვაშაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევას ეხმაურება
პოლიტიკა - 12:39, 26 Nov, 2018     965

„ედისონ რისერჩის“ ახალი კვლევების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იგებს.

აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა:

„ჩვენ ვნახეთ „ედისონ რისერჩის“ კვლევა, მაღალავტორიტეტული კომპანიის კვლევა, რომელიც ფაქტობრივად ყოველთვის მართლდება საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძე იგებს არჩევნებს, 52% აქვს მას, 48% აქვს სალომე ზურაბიშვილს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და 28 ნოემბერს, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ამომრჩეველი ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად დააფიქსირებს.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. უკიდურესად მძიმეა შეფასება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელსაც ფაქტობრივად აღარ ენდობა მოსახლეობა და ვფიქრობ, რომ ეს არის ის საბოლოო წერტილი, რომელიც ქართველმა მოსახლეობამ, ქართულმა საზოგადოებამ დასვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„კურიერმა“ დღეს გაავრცელა მმართველი პარტიის ერთ-ერთი შტაბის ფარული ჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ „ოცნებას“ რეგისტრირებულ მხარდამჭერებსა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40%-იანი ცდომილება აქვს. გიორგი ვაშაძე ბრიფინგის ფარგლებში აღნიშნულსაც გამოეხმაურა:

„რა თქმა უნდა ბევრი სპეკულაცია მოჰყვება „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ კვლევებს, მაგრამ ამ ყველაფერს ადასტურებს ის ჩანაწეები, რაც ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე წუთის წინ „რუსთავი 2“-ის ეთერით, სადაც ქუთაისის შტაბში გამართულ სხდომაზე, პირდაპირ აღიარებენ მათი შტაბის წევრები, რომ აღარ შეუძლიათ მუშაობა და გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია ამ არჩევნებში. კიდევ ერთი, ამ ჩანაწერებით კარგად ჩანს, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა არ აქვს არავის. შესაბამისად, მივმართავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოდით არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ეს არჩევანი. ჩვენ, ჩვენი ტექნოლოგიური მონაცემებით დავიცავთ თითოეულ ხმას. ქართველი ხალხის გამარჯვება აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ამ არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42