რეპრესიები სკოლებში არჩევნების მეორე ტურის წინ - „მიმდინარეობდა პედაგოგების და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა“
პოლიტიკა - 11:24, 26 Nov, 2018     1179
ბაჩანა შენგელია საპრეზიდხენტო არჩევნების წინ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და გამოცხადებული პოლიტიკური ანგარიშსწორების ქრონიკაზე წერს.
მოაზროვნე აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს განათლების სფეროში რეპრესიებს:

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო Ministry of Education (სრულად ვერ გიპოვეთ) 8 ნოემბრის ბრძანებით, რომელიც გაგიკვირდებათ და იმავე დღეს შეტანილი ანონიმური წერილის (რომელიც სინამდვილეში არ არის ანონიმური და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ) საფუძველზეა გამოცემული, 9 ნოემბერს, თბილისიდან ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გამოიგზავნა განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში, დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე ახორციელებდნენ შემოწმებას. სინამდვილეში ეს არ იყო შემოწმება, არამედ იყო ჩვეულებრივი რეპრესია, ვინაიდან პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგების და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა(!). დიახ დაკითხვა, ,,დასაკითხ პირებს’’ აფრთხილებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მუხლით ( ამ დროს ნებისმიერმა დამწყებდა იურისტმა იცის, რომ ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტის მიერ სამსახურებრივი შემოწმება არ ნიშნავს მართლმსაჯულების განხორციელებას). ერთი სრული დღე მხოლოდ სკოლის დამლაგებლების დაკითხვას დაეთმო. დაკითხვის მეთოდები იყო მაქსიმალურად ხისტი და მათ მოახერხეს ეს ე.წ. ინსპექტირების პერიოდი წარმოუდგენელი წნეხის და სტრესის ქვეშ ჰყოლოდათ მთელი სკოლა და რაც მთავარია სკოლის დირექტორი.

რატომ ხდება ეს ყველაფერი?

ქალაქ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი - Ia Kerzaia არის დედაჩემი, რომელიც მიუხედავად არაერთი ,,შეთავაზებისა’’ არ გახდა ქართული ოცნების აქტივისტი, არჩევნების წინ არ გადასცემს მათ ე.წ. მომხრეების სიას და მათივე ცნობიერებით არ არის ,,მათიანი’’. ამ დროს ის არ არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი. არასოდეს, არც ერთი ფორმით არ გამოუხატავს თავისი პოლიტიკური სიმპათია ან ანტიპათია (ჩემგან განსხვავებით). შეგიძლიათ ნახოთ მისი ფესბუქ-გვერდი, ჰკითხოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებს ან მათ მშობლებს. ის კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას და ზეწოლის მიუხედავად, არ არღვევს პედაგოგიურ ეთიკას, არ ეწევა აგიტაციას არავის სასარგებლოდ. მისი დირექტორობის პერიოდში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მობილობის გზით გაიზარდა ორჯერ, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, სკოლის მოსწავლეებს აქვთ მნიშვნელოვანი მიღწევები სპორტის და ხელოვნების სფეროში.

გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და მოვლენების განვითარების დინამიკა (8-ში ანონიმური წერილი, იმავე დღეს მინისტრის ბრძანება და მეორე დღეს უკვე ზემოთ აღწერილი მოვლენების დაწყება) გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ეს ,,რეიდი’’ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტი, რომელიც მიმართულია რეგიონის სკოლების და მათი დირექტორების დასაშინებლად, მათთვის ,,ჭკუის სასაწავლებლად’’ და მესიჯად, რომ ასე მოუვა ყველას ვინც ოცნებასთან არ არის. ვისი დაგეგმილია ეს აქტი, ამის მიხვედრა არ გაუჭირდება არავის, ვინც ადევნებს თვალს სამეგრელოში მიმდინარე მოვლენებს. საბოლოო მიზნად კი ეს ყველაფერი ითვალისწინებს მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას. დაზუსტებული ინფორმაციით ერთ-ერთ თათბირზე გადაწყდა, რომ სიტუაციის დასალაგებლად ზუგდიდის რაიონში ერთი დირექტორი უნდა ,,გაწირონ“.

რა გეგმები გვაქვს?

რა თქმა უნდა ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, ამ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში. პირადად მე დავიცავ იას ინტერესებს როგორც იურისტი. ჩვენ მხარეს მთავარია იარაღი - სიმართლე, კეთილსინდისიერება და გაკეთებული საქმეებია. მთელმა ზუგდიდმა ძალიან კარგად იცის ია კერზაიას ავტორიტეტი, კარგად იცის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენდა არასდროს. არის პრინციპული, საქმიანი და განათლებაზე ორიენტირებული ადამიანი. მთელი შეგნებული ცხოვრება ემსახურა პედაგოგიურ საქმიანობას და აუცილებლად გააგრძელებს ამას მომავალში. მე-6 საჯარო სკოლაში არის უმაგრესი გუნდი, რომელმაც ღირსეულად გაუძლო ამ ერთკვირიან, უპრეცედენტო (ბოლოს, რამდენიმე წლის ამასთან მიახლოებულ ,,ინსპექტირებას’’ სამეგრელოს რეგიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება მოჰყვა) წნეხს, ღირსეულად და პროფესიონალურად გასცა პასუხი ყველა შეკითხვას.

მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს ქალბატონ Nino Lomjaria-ს, გთხოვთ, აიყვანოთ საქმე პირად კონტროლზე, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება აღნიშნულ საქმეს. ეს არ არის ერთი კონკრეტული სკოლის ან დირექტორის ისტორია, ეს არის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი თუ რა ხდება განათლების სისტემაში, არჩევნების წინა დღეებში, დღისით, მზისით. ამ საქმეში თქვენი მხარდაჭერა რეალურად ნიშნავს სხვა მსგავსი ქეისებისგან პრევენციას, რადგან მთელი რეგიონის საჯარო სკოლები სუნთქვაშეკრული აკვირდებიან ამ კონკრეტულ პროცესს"- წერს შენგელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42