EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გაჭიანურებისა და არაეფექტური გამოძიების გამო, უახლოეს მომავალში ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს.
"მიმდინარე გამოძიება გაჭიანურებაზეა ორიენტირებული და უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, ამიტომ EMS უკვე დაიწყო ამ საქმეზე განაცხადის მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. მივმართეთ სუს-ს, რომელსაც ვთხოვთ უდანაშაულობის პრეზუმციის და ოჯახის წევრების პატივს და ღირსების შელახვის ამ უხეში პრაქტიკების აღმოფხვრას. მოვუწოდებთ პარლამენტს ასევე, რომ ამ საქმეზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ეფექტურად გამოიყენოს,ეს იქნება სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების დაბარება და მათი მოსმენების მიღება, თუ საკომიტეტო მოსმენა,"- აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.
მასალის გამოყენების პირობები






