ზურაბიშვილის კანდიდატურის გაყვანაში რუსეთი ჩაერია - მეუფე პეტრე საპრეზიდენტო არჩევნებზე
პოლიტიკა - 10:26, 26 Nov, 2018     6406
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მმართველი პარტია „საბრალოდ“ გამოჩნდა.


„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ძალების თუ ხელისუფლების სიგლახე კაცთა მოდგმას და ქართველთა მოდგმას ნამდვილად არ უნდა დავაბრალოთ, მაგრამ საბრალოდ არ უნდა გამოვჩნდეთ, რაც დავინახეთ ჩვენ პირველი ტურის შემდეგ და ვისურვებდი, რომ არც მეორე ტურის შემდეგ იყოს საბრალოდ არც ერთი პოლიტიკური ძალა,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ „კვირის აქცენტებში“

მიტროპოლიტმა საარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების ჩართულობაზეც ისაუბრა:

„მე ვფიქრობ, რომ უფრო არის რაღაც პრობლემა გლობალური შეფასებისა მოვლენების და ჩვენი სახელმწიფოებრივი მდგომარეობის. ვფიქრობ, რომ მათ შორის არის ბევრი გულწრფელი, ნებსით თუ უნებლიედ ამბობს იმას, როგორც ხედავს, წარმოუდგენია ან რაღაც გავლენის ქვეშ არის.“- აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრეს თქმით, მისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, როდესაც ხელისუფლებამ, თავდაპირველად დამოუკიდებელ კანდიდატად გამოცხადებულ სალომე ზურაბიშვილს ხმარდაჭერა გამოუცხადა.

„როდესაც 5 წლის შემდეგ, ისევ ხელისუფლება აბსოლუტურად ლოგიკურად და მისი ლიდერი ამბობს, რომ დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, საერთოდ ოპოზიციას დავუთმოთ, აბსოლუტურად ლოგიკური და დიდსულოვანი იქნებოდა ეს ნაბიჯი და შინაგანად მივესალმე, მაგრამ ძალიან შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა პირადად ჩემთვის, ესეთი რადიკალური ცვლილება, რაც შემდეგ მოხდა, რომ თითქოს დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერდნენ მხარს, ახლა საერთოდ გაითავისეს და უფრო მეტიც, თვითონ მთლიანად პასუხისმგებლობა აიღო ხელისუფლებამ,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის გაყვანაში რუსეთი ჩაერია, რაც ბოლო მოვლენებმა განსაკუთრებით ცხადყო. ბოლო მოვლენებში მეუფე „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტსაც გულისხმობს. მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ გამოსავალი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებაშია.

„ახლა კი გამოსავალი, ვფიქრობ არის იმაში, რომ აუცილებლად, ოპოზიციური კანდიდატი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.“ - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ის 28 ნოემბერს საკუთარ არჩევანს გააკეთებს:

„დღეს არჩევანი არის ცვლილების მცდელობის დასაწყისსა და ისევ რეგრესის დატოვებას ან დარჩენას შორს.“ - აღნიშნა მეუფე პეტრემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42