გრიგოლ ვაშაძე - 52%, სალომე ზურაბიშვილი - 48% - Edison research-ი ბოლო წინასაარჩევნო კვლევას აქვეყნებს
პოლიტიკა - 21:00, 25 Nov, 2018     2865

"რუსთავი 2"-მა Edison research-ის ბოლო წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც კომპანიამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2038 მოქალაქე გამოკითხა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები.

კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა:

37%-მა გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

35 %-მა თქვა, რომ ხმას მისცემდა სალომე ზურაბიშვილს.

გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი ან უარს ამბობს პასუხზე, ან ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ან ამბობს, რომ არცერთს არ აძლევს ხმას.

Edison research -ის წარმომადგენლები მოქალაქეებს დამატებით კითხვებსაც უსვამენ - მათი სოციალური, ოჯახური, ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ა.შ.

ამ დამატებითი კითხვების და პასუხების საფუძველზე ანალიტიკოსები ხვდებიან, პოტენციურად, ვისი ამომრჩეველია ესა თუ ის პირი. ანუ, როდესაც რესპოდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას, რასაც ალოკაცია ჰქვია.

ალოკაციის გათვალისწინებით, მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

გრიგოლ ვაშაძე - 45%;

სალომე ზურაბიშვილი - 42%.

დარჩენილი პროცენტები ისეთ რესპოდენტებს მიაქვთ, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული ან საერთოდ უარს ამბობენ პასუხებზე.

მაგრამ თუ შედეგებს ჩამოვაცილებთ ამ გადაუწყვეტელ და უარის მთქმელ პასუხებს, მაშინ მაჩვენებლები ასეთი იქნება:

გრიგოლ ვაშაძე - 52%;

სალომე ზურაბიშვილი - 48%.


გარდა ამისა, რესპოდენტების 7%, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ ფავორიტ კანდიდატს, ძალიან პოზიტიურად ახასიათებენ გრიგოლ ვაშაძეს. 38% გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ნაწილობრივ დადებითად ახასიათებს. სალომე ზურაბიშვილს ძალიან დადებით შეფასებას აძლევს 4%, ხოლო ნაწილობრივ პოზიტიურ შეფასებას 32%.

რესპოდენტების 31%-ს გრიგოლ ვაშაძეზე ნაწილობრივ უარყოფითი წარმოდგენა აქვს, ხოლო 24%-ს ძალიან უარყოფითი.

გამოკითხულთა 34%-ს აქვს მეტნაკლებად უარყოფითი შეხედულება სალომე ზურაბიშვილზე, ხოლო კიდევ 30%-ს მკაფიოდ ნეგატიური.

ცდომილების ზღვარი ამ კვლევაში პლუს-მინუს ორი პროცენტია.

კვლევის მეთოდოლოგია, დასმული კითხვების ზუსტი ფორმულირება და სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42