გაყალბებული პირადობები და სხვადასხვა უბნების სიებზე მიწერილი ერთი და იგივე ადამიანი - ოპოზიცია ზუგდიდში მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 20:59, 25 Nov, 2018     497

ოპოზიციის ინფორმაციით ხელისუფლება აგროვებს მონაცემებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც, მაგალითად, საქართველოში არ იმყოფებიან და არჩევნებზეც ვერ გამოცხადდებიან.

მათ სახელებზე იბეჭდება პირადობის ყალბი მოწმობები და მათ ნაცვლად ხმას ვიღაც სხვა მისცემს, ამისთვის კი ათასობით ადამიანის მობილიზება ხდება. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით ამ ადამიანებს გადასცემენ რამდენიმე ყალბ პირადობის მოწმობას იმისთვის, რომ მათ რამდენიმე უბანზე მისცენ ხმა. რაც შეეხება თითზე მარკირების ნიშანს, ის სპეციალური ხსნარის გამოყენებით მარტივად ცილდება.

"რუსთავი 2"-მა ზუგდიდში, აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთ დეპარტამენტში მამაკაცის გადაღება შეძლო, რომელიც სიებს ახარისხებდა, თუმცა კითხვაზე რატომ იყო ამ სიებში მიწერილი ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, ამაზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვას პასუხი არავინ გასცა.

ამის პარალელურად არჩევნებამდე სამი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლე ზუგდიდის მეოთხმოცე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე. სოფო დავითაიასთვისუცნობია რატომ მოხსნეს და არც ის იცის ვინ დაწერა მის მაგივრად განცხადება. თავად იცის მხოლოდ ის, რომ უკანონო დავალებას არ შეასრულებდა და ფიქრობს თავიდან ამიტომ მოიშორეს.

კომისიის თავმჯდომარის გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი პაატა დავითულიანია. რუსთავი ორის ინფორმაციით ის წარსულში პირადობის მოწმობების გაყალბების საქმეში მონაწილეობდა და მის საქმეს სწავლობდა გამოძიებაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42