„მე და ზაზა ვრჩებით აქ. სანამ იმ ჩვენ ყველა შეკითხვას არ გაეცემა პასუხები, სანამ ის ყველა ადამიანი არ დაისჯება ვისაც მიუძღვის დანაშაული, ვინც არის ამ დანაშაულებში ჩარეული, ყველა ის ადამიანი დაისჯება და შემდგომში მე და ზაზა აქედან წავალთ. მანამდე ჩვენ აქედან არსად წამსვლელები არ ვართ. უკვე ერთ თვეში შესრულდება ერთი წელი. მე ველოდები ამ ხელისუფლებისგან აღიარებას, შეცდომის აღიარებას. სახელმწიფომ უნდა აღიაროს შეცდომა. მაგათ აქვთ დრო 26 დეკემბრამდე. შემდგომში ვეცდები ჩავრიო სხვა სახელმწიფოს ლიდერები,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ზაზა სარალიძის განცხადებით, ისიც არ აპირებს სადმე წასვლას, სანამ არ დაისჯება ყველა, ვინც მიიღო მონაწილეობა მისი შვილის მკვლელობაში და ამ საქმის გაყალბებაში.
„დღევანდელი აქცია იყო თემირლან მაჩალიკაშვილის სახელის საპატივცემულოდ და მისი სახელის უკვდავსაყოფად. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, მანამ გავაგრძელებთ ჩვენ ქუჩაში ყოფნას სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული და ყველა მკვლელი, ხელის დამფარებელი და გამყალბებები იქნება პასუხისგებაში მიცემული და მე იმედი მაქვს აუცილებლად მივაღწევთ საზოგადოებასთან ერთად იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არა კრიმინალი, არამედ მკვლელი კრიმინალი არის გამძაფრებული და ეს აუცილებლად უნდა იქნეს აღმოფხვრილი იმიტომ, რომ დღეს მართალია ჩვენ შვილები დაგვიხოცეს, მაგრამ ხვალ არ უნდა იყოს შემდეგი,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






