"მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაბრუნდეს თბილისში, თავის სამუშაო კაბინეტში და მიხედოს კრიმინოგენულ ვითარებას, მიხედოს თავის საქმეს. ზუგდიდში მოხდა რამდენიმე უმძიმესი დანაშაული ბოლო დღეების განმავლობაში, მოხდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა, რუსთაველის ქუჩაზე სულ ორიოდე დღის წინ, სამი დღის წინ მოხდა მეწარმეებზე თავდასხმა ასევე მძიმე შედეგებითმ სადაც დაიჭრა ორი მეწარმე. ამიტომ, ეს ადამიანი უნდა იჯდეს თავის სამუშაო კაბინეტში და აკეთებდეს იმ საქმეს რაზედაც ხალხი უხდის მას ფულს და არ უნდა იყოს ზუგდიდში, კრიმინალებთან ერთად ჩაცუცქული და ასე არ უნდა არჩევდეს არჩევნების საკითხს და ასე არ უნდა იყოს დაკავებული არჩევნებით, როგორც ის ეხლა არის დაკავებული.
წარმოუდგენელია, რომ ზუგდიდში, ძველი ბიჭების ბირჟიდან იმართებოდეს სამინისტრო. ეს არის ამბავი, რომელიც უმძიმესი შედეგებით დამთავრდება ქვეყნისთვის და ამის ფასს გადაიხდიან ჩვეულებრივი ადამიანები, ჯანმრთელობით, ქონებით და შეიძლება ფატალური შედეგიც დადგეს, იმიტომ რომ კრიმინალები, რომლებთანაც ჩაიცუცქება შინაგან საქმეთა მინისტრი და რაღაც თხოვნებით მიმართავს, საარჩევნოდ გაააქტიურებს, ეს კრიმინალები ჩათვლიან, რომ მათი არის ქუჩა და არიან ხელშეუხებლები და ჩჩაიდენენ იმდენ დანაშაულს, რამდენი დანაშაულის ჩადენასაც მოასწრებენ.
მე ვარ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია, დღეს შს მინისტრია თუ ქურდული პახანი, ვერ გავიგეთ, ზღვარი წაიშალა უკვე, ხანდახან გვგონია, რომ არის ქურდული ავტორიტეტი და არა შინაგან საქმეთა მინისტრი," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






