"ს/ს "კარტოგრაფიას" სტამბაში იბეჭდბა 7 საოლქო კომისიისთვის განკუთვნილი ბიულეტენები. პროცესზე დამკვირვებლები, როგორც ცესკოს წარმომადგენლები, ასევ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განსაზღვრულია ცესკოს დადგენილებით. როგორც გაირკვა ამ კონკრეტულ სტამბაში ადგილი ჰქონდა არაუფლებამოსილი პირის შემოსვლის ფაქტს. ეს პირი ახლდა საოლქო საარცევნო კომისიის წარმომადგენლებს და სტამბამ მიიჩნია, რომ ის უფლებამოსილი იყო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დაკვირვება განეორციელებინა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სტამბაში დაიბეჭდა ზედმეტი ბიულეტენები, ეს არის მცდარი.
მოგეხსენებათ, ბეჭდვის პროცესს ახლავს თან წუნდებული პროდუქცია, მაგალითისთვის, საარჩევნო ბიულეტენზე ბიულეტენის ნუმერაცია არის არასწორ ადგილას მმოთავსებული და აღნიშნული ტიპის ბიულეტენი მიჩნეულია წუნდებულად. შეიძლება ნახოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ბიულეტენზე ნომერი მკრთალად არის მითითებული, შესაბამისად ისიც მიჩნეულია წუნდებულ პროდუქციათ. გარდა ამისა, შესაძლებელია იყოს კიდევ სხვა სახის ხარვეზები. ასეთ შემთხვევებში, სტამბის მიერ ხდება ასეთი ტიპის ბიულეტენების გადადება ცალკე, ხოლო შემდეგ ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად ნადგურდება, რაზეც დგება განადგურების აქტი" - განაცხადა ბუსკივაძემ
მასალის გამოყენების პირობები






