"ქვემო ქართლის რეგიონს აქვს ინდუსტრიული განვითარების დიდი პოტენციალი, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია" - გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 17:13, 25 Nov, 2018     639

„ქვემო ქართლი, ტრადიციულად, არის საქართველოს ერთ-ერთი ინდუსტრიული რეგიონი, შესაბამისად, როგორც მინისტრს, მაინტერესებს ხალხის აზრი, თუ რა პრობლემებია დღეს აქეკონომიკური კუთხით და რით შეიძლება, რომ ამ რეგიონს დავეხმაროთ" - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რუსთავში მცირე და საშუალო ბიზნესისწარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი ქობულიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგის ფორმატში საუბარი, რადგან უშუალო კომუნიკაცია ხელს უწყობს მათ წინაშე არსებული საკითხების სწრაფ გადაწყვეტას.

„ეს არის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა იმ ფორმატის შეხვედრებს შორის, რომელთა ჩატარებაც რეგიონებში რამდენიმე თვის წინ დავიწყე და ამას გავაგრძელებ მომავალშიც" - აღნიშნა მინისტრმა.

მეწარმეებთან შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ ინტერესს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე ინდუსტრიული განვითარებისხელშეწყობის კუთხით. მისი თქმით, ის რესურსები, რაც ქვემო ქართლის რეგიონს გააჩნია ამ მიმართულებით, მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალურად უნდაიყოს ათვისებული და გამოყენებული იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები, თუმცა, ნამდვილად არ მინდა მონოლოგის რეჟიმში გესაუბროთ ამაზე. ჩემი ჩამოსვლის მიზანი დიალოგის რეჟიმში თქვენთან კომუნიკაცია და იმეკონომიკური გამოწვევების განხილვაა, რაც დღეს თქვენს წინაშე დგას. მინდა ვისაუბროთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე" - განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივ მეწარმეებს. გიორგი ქობულიამ მათ მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ დასვენების დღეს ამდენი ადამიანის შეკრება მთავრობასთან რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდმისთვის მართლაც შთამბეჭდავია.

„ეს იმას ნიშნავს, რომ გული შეგტკივათ ამ რეგიონზე, გსურთ, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს, რაც ჩვენც გვაძლევს სტიმულს და იმედს, რომ ერთმანეთის თანადგომით შევქმნით უკეთესეკონომიკურ მომავალს ჩვენს ქვეყანაში" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

რუსთავში გამართულ შეხვედრას გიორგი ქობულიასთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისპირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ქვემო ქართლის რეგიონში შოთა რეხვიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42