"რატომ არიან თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები გარეთ, რატომ არ გვცემენ პასუხს?- იმიტომ, რომ თავად არიან მკვლელები" - ზაზა სარალიძე
პოლიტიკა - 15:38, 25 Nov, 2018     792
თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს 20 წელი შეუსრულდებოდა. პანკისის ხეობაში სასტიკად მოკლული ახალგაზრდის ხსოვნის პატივსაცემად და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, თბილისში მიმდინარე აქციას დღეს პანკისელები შეუერთდნენ. ისინი კვლავაც ითხოვენ გამოძიების ობიექტურად წარმართვას და მაშინდელი სპეცოპერაციის ყველა ხელმძღვანელი პირის დასჯას.

იქ იმყოფებოდა ზაზა სარალიძე, რომელმაც აქციის მონაწილეებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი პარლამენტის წინ სიმართლის აღდგენისთვის და მკვლელების დასჯისთვის დგანან.

„როგორც იცით, დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა, დღეს ის გახდებოდა 20 წლის, მაგრამ მას ვერაგულად მოუსპეს ის სიცოცხლე, რომელ სიცოცხლესაც შენატროდა თავად თემირლანი. ჩვენ არ ვდგავართ აქ იმისთვის, რასაც გვაბრალებს ეს ხელისუფლება, ჩვენ ვდგავართ იმისთვის, რომ ჩვენი შვილების მკვლელები უნდა იყვნენ დასჯილი და მე მგონი, ყველა ადამიანს ესმის ეს, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება, ყველა მკვლელი უნდა იყოს დასჯილი. არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. რატომ დადიან დღეს ჩემი შვილის მკვლელები გარეთ, რატომ არიან თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები დღეს გარეთ? რატომ არ გვცემენ ამ კითხვაზე პასუხს? იმიტომ რომ თავად არიან მკვლელები და თავად არიან მკვლელების ხელის მფარველები,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ ის ბოლომდე იბრძოლებს და არ დაუშვებს, რომ მისი შვილის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელებმა თავისუფლად იარონ.

„ჩვენ ამ ხელისუფლებას ან ვაიძულებთ რომ ყველა დამნაშავე იყოს პასუხისგებაში მიცემული, ან ვაიძულებთ, რომ წავიდნენ სახლში და ყველა დამნაშავე ჩაჯდება ციხეში. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო შვილები მოგვიკლეს, არამედ ჩვენი გვარის განშტოება დაგვიხოცეს. ამით გაანადგურეს ჩვენი განშტოება,“ - ამბობს ზაზა სარალიძე.

პანკისის ხეობაში სასტიკად მოკლული ახალგაზრდის ხსოვნის პატივსაცემად და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე აქციას დღეს პანკისელებიც შეუერთდნენ. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ გამოძიების ობიექტურად წარმართვას და მაშინდელი სპეცოპერაციის ყველა ხელმძღვანელი პირის დასჯას. თემირლან მაჩალიკაშვილი ერთი წლის წინ, 25 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს შუბლში ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. მოკლულის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ ხნის განმავლობაში კითხვებზე პასუხებს უშედეგოდ ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42