"შენ, ირმა ინაშვილო! შენ თუ ნამდვილი დედა ხარ, აქ უნდა იყო, ჩემს გვერდით! ვითომ ჩემს მწუხარებას იზიარებდი..." - აიზა მარგოშვილი
პოლიტიკა - 15:25, 25 Nov, 2018     3627
თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს 20 წელი შეუსრულდებოდა. პანკისის ხეობაში სასტიკად მოკლული ახალგაზრდის ხსოვნის პატივსაცემად და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, თბილისში მიმდინარე აქციას დღეს პანკისელები შეუერთდნენ. ისინი კვლავაც ითხოვენ გამოძიების ობიექტურად წარმართვას და მაშინდელი სპეცოპერაციის ყველა ხელმძღვანელი პირის დასჯას.
აქციაზე იმყოფებოდა თემირლანის დედა აიზა მარგოშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად მკვლელების დასჯას და ხელისუფლების მხრიდან, ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ითხოვს.
აიზა მარგოშვილმა ირმა ინაშვილს, მიმართა, რომელიც რუსთაველზე ოპოზიციის წინააღმდეგ და ოცნების მხარდასაჭერ აქციას მართავს, მაჩალიკაშვილის დედამ "პატრიოატთა ალიანსის" ლიდერს მოუწოდა - თუ მას ნამდვილად შეტკივა გული მაჩალიკაშვილების ოჯახზე, დღეს როგორც დედა, მის გვერდით უნდა იდგეს.

"რომ არა ეს ხელისუფლება ჩემი შვილი 20 წლის გახდებოდა. ღმერთმა არ ანახოს არცერთ დედას შვილის სიკვდილი, ჩემ შვილს ოცნებები ოცნებამ წაართვა. ერთი წელია ვითხოვთ ამ ხელისუფლებისგან, აღიარონ თავიანთი დანაშაული, მაგრამ ტყუილად. ამ მკვლელებისგან არანაირი რეაგირება არ ხდება. დღეს გამოვდივარ და თამამად ვიტყვი - ძირს ეს მკვლელი ხელისუფლება, ძირს ეს ოცნების მკვლელების ხელისუფლება, არა მკვლელებს, არა ბანდიტებს, არა ყაჩაღებს! სისხლისმსმელები ციხეში, მკვლელების ადგილი ციხეშია! თუ გული გაქვთ, თუ ოდნავ ნამუსი გაქვთ.

გავიგე, რომ ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი აქციას მართავს. შენ ირმა ინაშვილო, პანკისის ხეობაში იყავი და ვითომ ჩემს მწუხარებას იზიარებდი, ყოჩაღ შენს ქალობას და შენს დედობას! შენ თუ ნამდვილი დედა ხარ აქ უნდა იყო, ჩემს გვერდით! მე თამამად ვიტყვი, რომ ჩემი შვილი რომ რამეში ყოფილიყო გახვეული, სირცხვილით ხმის ამოღების უფლებას არ მივცემდი ჩემს თავს, რისთვის წამართვით შვილი? გომელაურო, როგორც შენ გიყვარს შენი ლუკა, ისე მიყვარდა მეც ჩემი თემირლანი, აღიარეთ, თუ გყობნით ვაჟკაცობა, დანაშაული" - განაცხადა აიზა მარგოშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42