თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით შვილმოკლული მამების აქციას პანკისელები შეუერთდებიან
პოლიტიკა - 12:36, 25 Nov, 2018     1073

თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს 20 წელი შეუსრულდებოდა. პანკისის ხეობაში სასტიკად მოკლული ახალგაზრდის ხსოვნის პატივსაცემად და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, თბილისში მიმდინარე აქციას დღეს პანკისელები შეუერთდებიან. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ გამოძიების ობიექტურად წარმართვას და მაშინდელი სპეცოპერაციის ყველა ხელმძღვანელი პირის დასჯას.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ ზუსტად 15:00 საათზე აქციაზე სიტყვით გამოსვლა დაიწყება.

„არ ვიფიქრებდი, რომ 10 იანვარზე ძნელი დღე დამიდგებოდა. გუშინდელი და დღევანდელი დღე ჩემთვის მართლა იმ 10 იანვარზე მეტად ძნელი აღმოჩნდა. მე, როგორც ასეთი, ამ ხელისუფლებისგან არაფერს ველოდები. ამათ არ ყოფნით ის ვაჟკაცობა, ის სიმამაცე, რომ თავიანთი შეცდომა აღიარონ. მაგრამ ამათ თვით უნებლიედ აღიარეს ის შეცდომა იმ თავის გამოსვლით გომელაურმა აღიარა. პირველადვე კვირიკაშვილმა აღიარა. მე მაქვს ხალხის იმედი და იმიტომ ვდგავარ მე აქ. მე ქართველი ერის იმედი მაქვს და მე ქისტების იმედი მაქვს. დღეიდან ერთი თვე რჩება კიდევ მისი წლისთავის, მისი მოკვლის, დახვრეტის დღემდე. მე მანამდე დავუცდი. ერთი წლის თავადვე მერე საქმე სტრასბურგშიც მიდის და შემდგომში მე სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად უკვე დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები და იმ ადამიანების ჩარევით ვაიძულებ, რომ სახელმწიფომ აღიაროს თავისი შეცდომა,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რაც შეეხება ზაზა სარალიძეს, ის ამბობს, რომ რუსთაველის გამზირიდან შვილმოკლული მამები არსად აპირებენ წასვლას სანამ მათი შვილების საქმეები გამოძიებული არ იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42