"არ გავცემ ახლა ამაზე პასუხს, წინასაარჩევნო კონტექსტია. არჩევნები რომ დამთავრდება, მერე ვუპასუხებ ამ ღიმილისმომგვრელ შეკითხვებს. ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი, შედეგები, უბრალოდ რომ ჩაიხედოს ვინმემ, რა ხდება ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ნაწილში დღეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასევე, მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული.
რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს და ამ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ისტორიებს, ზოგან ერთი, ზოგან ორი მსახიობის თეატრების მრავალსერიან ფილმებს, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კონტექსტით. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ეს არჩევნებიც და ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი შემდგომ. უბრალოდ მთავარია, რომ ამის შემდგომ არ არ დაგვრჩეს რაღაც ისეთი შეგრძნებები, რომლებიც ობიექტურობისგან იქნება ძალიან მოშორებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიამ წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა.
"რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველი ტურის შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები წაიკითხონ. ყველგან ფაქტობრივად მითითებულია, რომ ეს იყო არჩევნები, სადაც, ძალადობის ერთმნიშვნელოვანი კლება იყო. რატომ ვამბობ ამას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აკეთებს ყველაფერს და გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში. მოგეხსენებათ, რომ ყველა იმ ფაქტზე, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, მე არ შევალ დეტალებში და არ განვმარტავ, მათ შორის, დიდი ნაწილი არ იყო პოლიტიკური ხასიათის მატარებელი. თუმცა, ახლა ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ყველაფერს ასე ვთქვათ მივაკრათ პოლიტიკური ნიშანი, თუმცა, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. რაც მთავარია, 21 პირის დევნაა დაწყებული ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. საერთოდ ვერ ვხედავ აქ გარკვეულ ასე ვთქვათ პოლიტიკურ კონტექსტს უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა, არის შემთხვევები, სადაც პოლიტიკური კონტექსტი არსებობდა და სწორედ ამიტომ დევნა დაიწყო 21 ადამიანის წინააღმდეგ, როგორც ოპოზიციური პარტიის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ.მე პასუხისმგებლობას ვიღებ წყნარ და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარების მთელი ქვეყნის მასშტაბის, ეს ერთი, მეორე - მე კიდევ უფრო ხშირად ვიქნები აქ სამეგრელოში. რაც შეეხება უკავშირდება თუ არა წინასაარჩევნოდ, ნაწილობრივ რა თქმა უნდა უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეგიონი, ეს არის რეგიონი ყველაზე ახლოს საოკუპაციო ხაზთან და მშვიდ და წყნარ გარემოში არჩევნების ჩატარებას ზუგდიდში და სამეგრელოში აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის. არც ერთ შეხვედრაზე, ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ ჩვენი საუბრის თემა ყოფილიყოს საარჩევნო კონტექსტი, არასოდეს ასე არ ყოფილა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ზუგდიდის, სამეგრელოს მიმდინარე პრობლემებზე და ეს საუბრები მე და ჩვენს გუნდს დაწყებული გვაქვს დაახლოებით 2-3 თვის წინ, როდესაც ახალი გუბერნატორები დაინიშნენ, როდესაც მოხდა გარკვეული ცვლილებები ადმინისტრაციებში. ეს ყოველდღიური ცხოვრებაა ადამიანების და აქ არანაირი წინასაარჩევნო კონტექსტი არ არსებობს. ხან თხილზე ვსაუბრობთ, ხან სპორტზე, ხან ჯანსაღ ცხოვრებაზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დღეს სამწუხაროდ გამსჭვალულია წინასაარჩევნო კონტექსტით, რაც რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ და უნდა გვქონდეს დიდი, ნათელი მიზნები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






