"სალომე რუსული პროექტია საქართველოში" - საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ”რომის კლუბის” ექსპერტი
პოლიტიკა - 23:18, 24 Nov, 2018     2954
„სალომე რუსული პროექტია საქართველოში,“ - ეს განცხადება საერთაშორისო კვლევითი ცენტრის რომის კლუბის ექსპერტმა, ნიკოლა დადეშქელიანმა "კურიერთან" გააკეთა.

ნიკოლა დადეშქელიანი საქართველოში შექმნილ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი სწორედ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკვეთებს ასრულებს.

ექსპერტის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელება რუსეთის სტრატეგიული გეგმის ნაწილია.

„ივანიშვილმა მიიღო ბრძანება პუტინისგან, რომ შენ აირჩევ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს და შენ აწარმოებ ასევე მის საპრეზიდენტო კამპანიას და ის იმდენად ჩაერთო ამ კამპანიაში, რომ ხედავთ, მართლა მარტო თვითონ დარჩა და სალომე აღარც ჩანს. რით აიხსნება ეს ყოველივე? იმით, რომ მას მთელი სიმდიდრე რუსეთში აქვს და ყველაფერი ძალიან მარტივია - რუსეთში არ აკეთებ, რასაც გეუბნებიან და მაშინვე გართმევენ ფულს. ივანიშვილის მთელი ხელისუფლება კი არის დამყარებული მხოლოდ ფულზე. ივანიშვილმა თავიდან ზურაბიშვილის კანდიდატურა შეფუთა, როგორც ნეიტრალური კანდიდატი, წარმოშობით ქართველი, მარამ ფრანგი დიპლომატი, მაგრამ ის რუსეთიდან მოდის და სალომე რუსული პროექტია საქართველოში. სალომეს არჩევა ერთ-ერთი პატარა დეტალია იმ დიდ სტრატეგიაში, რომელიც რუსეთს გააჩნია, რომ საქართველოზე ზეგავლენა დაიბრუნოს. ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სალომემ გაიმარჯვოს, რადგან პუტინს ანგარიშები უნდა ჩააბაროს, თუ უნდა რუსეთში თავისი ფული გადაარჩინოს,“ - განაცხადა ნიკოლა დადეშქელიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42