მორიგი შეტევა „ომეგაზე“ – „ივანიშვილის ტექსტის წაკითხვაზე უარის შემდეგ, ოქუაშვილს კანონდარღვევით გადადასახადების წინასწარ გადახდა მოსთხოვეს“
პოლიტიკა - 16:47, 24 Nov, 2018     3359
მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა, ტვ იმედის ეთერში არ წაიკითხა წინასწარ მომზადებული ტექსტი, რის შესახებაც მან თავად ისაუბრა რუსთავი 2-ის გადაცემა აქცენტებში, ხელისუფლებამ ოქუაშვილს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა - ამის შესახენ ფეისბუქის გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს „ომეგას“ მთავარი მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი.

მისი ინფორმაციით, ოქუაშვილს მოსთხოვეს, რომ წინასწარ გადაიხადოს აქციზის, დღგ-ის და მოგების გადასახადები. ადვოკატი ამბობს, რომ ეს არი კანონთან შეუსაბამო ქმედება. აღდგომელაშვილის განცხადებით, ომეგას საწარმომ ვადაზე ადრე გადაიხადა ყველა მიმდინარე გადასახადი.

„ტელეკომპანია ,,იმედის'' ეთერში მინისტრის გაკეთებული განცხადებით გაირკვა, რომ აპირებენ ომეგას ფაბრიკის ისევ გაჩერებას, და ამას აკეთებენ მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს, როგორც უკვე ცნობილია, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით 42 მილიონი ლარის ( 30 მილიონი ძირიდან და 12 მილიონი საურავი მთლიანად) ჩამოწერა შესთავაზეს სამინისტრომ და შემოსვლებმა ომეგას საწარმოს. ფორმალური პროცედურების ჩატარების დროც კი განსაზღვრეს - მაქსიმუმ ორი კვირა.

ტელეიმედში მინისტრმა ომეგას მიმართ წაყენებული განსაკუთრებული მოთხოვნების ასეთი ფორმულირება გააკეთა:

1. კომპანიამ აქციზის გადასახადი წინასწარ უნდა გადაიხადოს. ეს კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. ასეთი მოთხოვნა და პრაქტიკა არც ადგილობრივი წარმოებისათვის და არც იმპორტიორებისათვის არსებობს.

2. კიდევ უფრო დიდი აბსურდი: დღგ, მოგების გადასახადი და ადვალურიც წინასწარ უნდა გადაიხადოს ომეგამო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ომეგას უნდა 1 მლნ. ის აქციზური მარკები, მაშინ წინასწარ უნდა გადაიხადოს 2 100 000 ლარამდე. უფრო მარტივად რომ ავხსნა, ჯერ არ ნაწარმოები პროდუქციისათვის წინასწარ უნდა გადავიხადოთ ყველა ის გადასახადი, რომლის გადახდაც კანონის თანახმად გვევალება პროდუქციის გაყიდვის შემდეგ... ეს იგივეა, რომ ჯერ არ გადახდილი ხელფასის საშემოსავლო გადაგვახდევინონ.

კანონთან შეუსაბამო ამგვარი მოთხოვნები გაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოქუაშვილმა არ წაიკითხა ივანიშვილის მიერ მომზადებული ტექსტი.

ცნობისათვის: ომეგას საწარმომ ვადაზე ადრე გადაიხადა ყველა მიმდინარე გადასახადი. გადახდა განხორციელდა 8 ნოემბერს, ნაცვლად 15 ნოემბრისა. ომეგას საწარმოს ამჟამად არ გააჩნია არანაირი დავალიანება მიმდინარე გადასახადების კუთხით.“ - აცხადებს აღდგომელაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42