„არჩევნები, რომელიც გველოდება წინ, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით... რამდენიმე დღის უკან მე დავბრუნდი ბრიუსელიდან და ეს არის ყველაზე, მე ვფიქრობ, სწორი გზავნილი, თუ რა წარმატებები აქვს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. საქართველო აღიარეს ყველაზე წარმატებულ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობაში." - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი საერთაშორისო თანამეგობრობიდან წამოსულ კრიტიკის მიზეზად ოპოზიციის განცხადებებს ასახელებს და აცხადებს, რომ სწორედ ოპოზიცია უკეთებს ქვეყანას ყველაზე ცუდ საქმეს უპასუხისმგებლო შეფასებებით:
„ჩემი მოსაზრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში უპირველეს ყოვლისა შედის ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში და ჩვენი ინტეგრაცია ნატო-ში, აქ კითხვის ნიშანს ვინც სვამს, მე ამ შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსები მყავს მხედველობაში, ისინი უკეთებენ თავიანთ სამშობლოს ყველაზე ცუდ საქმეს, რაც კი შეუძლიათ გააკეთონ, ასეთი უპასუხისმგებლო შეფასებებით,“ - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






