იქნება კიდევ უფრო სერიოზული დარღვევები და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას - ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას აფასებს
პოლიტიკა - 15:45, 24 Nov, 2018     840

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას სადაც მან 2018 წლის არჩევნები უკან გადადგმულ ნაბიჯად, წინასაარჩევნოდ სესხების განულება კი ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა, საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ოპოზიციის განცხადებით, ბოლო პერიოდში არჩევნების კონტექსტში განვითარებული მოვლენები ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია.

„ეს ყველა მცდელობა დღეს, ჩემი აზრით, ადმინისტრაციული რესურსის ძალიან მკაფიო გამოყენების ძალიან ნეგატიურ სურათს ქმნის. ეს ძალადობა რაც არის და დაჭრის ფაქტები, თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე, მედიაზე და ახლა ბოლო ფაქტორი, როდესაც ვალების დაფარვაზეა საუბარი, მე მიხდება ძალიან ბევრ საერთაშორისო პარტნიორთან საუბარი და ძნელია კითხვებზე პასუხის გაცემა, ამის ახსნა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, ძალიან სამწუხაროდ, მცდელობა იმისა, რომ რაც შეიძლება ყველაფერი იქნეს გამოყენებული არჩევნების სასურველი შედეგით დასამთავრებლად,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ სალომე სამადაშვილს, მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლება მეორე ტურისთვის გაცილებით მეტ დარღვევას ჩაიდენს.

„ხელისუფლება ვერ გაუძლებს ცდუნებას და მეორე ტურთან დაკავშირებით იქნება კიდევ უფრო სერიოზული დარღვევები არჩევნებთან დაკავშირებით. ეს საბოლოოდ, საფრთხეს შეუქმნის სწორედ დასავლეთში ქვეყნის ინტეგრაციას და შედის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. რეალურად, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი უკვე ძალიან მწვავე შეფასებებს აკეთებს. გასული 6 წლის მანძილზე ასეთი მწვავე შეფასებები არ გაკეთებულა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42