ბრიტანელი გოგონა, სამი წლის როზალინი ბედნიერია. ერთ დღეს, სეირნობისას მან დედას, 33 წლის ჯეკის, განუცხადა, რომ მას ახალი მეგობარი ჰყავს.
"მე ახალი მეგობარი მყავს, მას ტილი ჰქვია. ის მკვდარია. ალექსიც ჩემი მეგობარია. ისინი ჩვენს სახლში ცხოვრობს, ისიც გარდაიცვალა. მისი დედიკო და ბაბუაც გარდაიცვალენ. ჩვენ სამი ერთად ვთამაშობთ," - განუცხადა მან დედას, რომელსაც ამის მოსმენისას ძარღვებში სისხლი გაეყინა.ამას ქალი შოკში ჩააგდო.
დედა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, აცხადებს, რომ იგი არ არის ცრუმორწმუნე და არ სჯერა მოჩვენებების. მას არასდროს უსაუბრია როზალინთან სიკვდილის შესახებ და მისი ოჯახი არავის იცნობს, ვისაც შეიძლება ტილი ან ალექსი ჰქვია. ის ქმართან და როზალისთან ერთად ჩრდილოეთ დევონში ცხოვრობს, 16-ე საუკუნის დროინდელ სახლში.

"ჩვენ ფაქტიურად ტყეში ვცხოვრობთ. ჩვენი უახლოესი მეზობლები თითქმის ერთი კილომეტრით არიან დაშორებულნი ჩვენგან. მე არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, რომ შიშმა შემიპყროს და არც იმას, რომ ზებუნებრივი ძალების ვირწმუნო," - აცხადებს დედა.
მან გაიხსენა წლინახევრის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც როზალინმა მას ეზოში მდგომი სათავსოსკენ მიუთითა და ამტკიცებდა, რომ იქ ცხვარი იდგა. ჯეკი ამბობს, რომ საუკუნეების წინ მისი სახლის ტერიტორიაზე ცხვრების ფერმა იყო.
ამ ფაქტის შემდეგ როზალინი დედას ხშირად უყვება, თუ როგორ თამაშობს ის ტილისთან და ალექსთან. იგი იმდენად დეტალურად აღწერს თამაშის პროცესს, რომ ქალი თავს სახლში უკვე არაკომფორტულად გრძნობს. მან გადაწყვიტა, რომ გარკვეული მასალები მოეძიებინა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა...
მან 1861 წლის ჩანაწერებში აღმოჩინა, რომ სახლში ცხოვრობდა 10 წლის ბიჭი ალექსანდერ ტერნერი (ალექსი), ხოლო 30 წლის შემდგომ ჩანაწერში - 20 წლის მატილდა ოკე (ტილი). თუმცა, ეს ჩანაწერები ფრაგმენტულია და არ არის გამორიცხული, რომ ისინი სახლში უფრო პატარა ასაკშიც ცხოვრობდნენ.
ჯეკიმ გაარკვია, რომ იგი ერთადერთი არ არის, ვინც ასეთ შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
33 წლის ქეითი კენტენბერიდან აცხადებს, რომ მისი 11 წლის ქალიშვილი ალისა 2 წლის ასაკიდან აცხადებს, რომ გარდაცვლილ ადამიანებს ხედავს.

"როდესაც ალისა 2 წლის იყო, იგი ხშირად ტიროდა და აცხდებდა, რომ მის ოთახში 2 მამაკაცი ზის, რომელიც მას უყურებს და უყვირის, რაც მას აშინებს. მე ეს ფანტაზიის ნაყოფად ჩავთვალე, თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ ალისა მიმტკიცებდა, რომ მის საწოლთან ზის გოგონა შეილა და ტირის. ამასაც არაფრად ჩავაგდებდი, ძველი გაზეთები რომ არ მ,ენახა, სადაც ნათქვამი იყო, რომ წლების წინ ამ სახლში მოკლეს გოგონა, რომელსაც შეილა ერქვა," - ყვბა ქეითი.
შემდეგ ალისა დედას მოუყვა, რომ მასთან გარდაცვლი ბებია მოვიდა და ზუსტად აღუწერა ის ტანსაცმელი, რომელსაც ქეითის დედა ატარებდა. მსაგავსი ფაქტები ალისას ცხოვრებაში ხშირი იყო.
ოთხი წლის ასაკში ალისამ დედას განუცხადა, რომ ახლადგარდაცვლილმა მეზობელმა სთხოვა მას ცოლისთვის გადაეცა, რომ იგი გარგად არის და საჭირო არაა, რომ იტიროს. მამაკაცი სიმსივნით დაიღუპა.
ამჟამად 11 წლის ასაკში ალისა აცხადებს, რომ გარდაცვლილებს უფრო და უფრო იშვიათად ხედავს, თუმცა კარგად ახსოვს ყველა, ვინც ნახა 2 წლის ასაკშიც კი.
32 წლის ტრისია აცხადებს, რომ მისი 7 წლის ვაჟი, ლუკა პატარაობისას, 2 წლის ასაკში ყვებოდა, თუ როგორ სტუმრობს მას დიდი ბებია. ბიჭის თქმით, ქალი მას იმავე სიმღერას უმღერის ძილის წინ, რასაც ტრისიას უმღეროდა პატარაობისას. დედის მტკიცებით, ლუკას ეს სიმღერა ადრე არასდროს არ ჰქონდა მოსმენილი.

ოთხი წლის ასაკში, როდესაც დედა-შვილმა ერთ სახლს ჩაუარა, ბიჭმა განაცხადა, რომ ამ სახლში მარტინი ცხოვრობდა, რომელიც ცეცხლშ დაიწვა. ტრისიამ ფაქტები შეამოწმა და ეს რეალობა აღმოჩნდა.
ტრისისა აცხდებს, რომ მართალია მას სწამს სიკვდილის შემდგომი ცხოვრების, მაგრამ არასდროს სჯეროდა, რომ მკვდრები ცოცხლებს შორის დადიოდნენ.
ასეთი ფაქტები ბევრია. 31 წლის ჰოლი აცხადებს, რომ როდესაც მისი ვაჟი რაილი წლინახევრის იყო, მის საძინებელში შესვლისას მან დანახა, რომ იგი ხმამაღლა ვიღაცას ესაუბრებოდა.
"მან განმიცხადა, რომ იქ იყო ჰამპფი. ჰამპი ჩვენი მეზობელი იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. მე არასდროს მისაუბრია მის შესახებ რაილის თანდასწრებით.
როზალინის მსგავსად, რაილისაც, 4 წლის ასაკში, ჰყავდა უჩინარი მეგობარი ჯორჯი, თუმცა, ჰოლიმ ვერ გაარკვია, ეს ბავშვის წარმოსახვა იყო, თუ ისიც გარდაცვლილ ბიჭს ეთამაშებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






