კახა კალაძის თქმით მომხდარ თავდასხმას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან კავშირი არა აქვს.
„ეს მაიმუნობაა, რასაც მელია საუბრობს და კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა მოატყუოს, შეცდომაში შეიყვანოს. ეს იყო ყოფითი დაპირისპირება, პოლიტიკა და ქართული ოცნება არაფერ შუაშია. იმ პირს, ვისთანაც მოუვიდა დაპირისპირება ქართულ ოცნებასთან, პარტიასთან არანაირი შეხება არ აქვს. სამწუხაროა ფაქტი, რაც მოხდა და კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება.“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ გამოვლენილ არც სხვა დარღვევებზე არ აქვს ინფორმაცია. აღნიშნული განცხადება, კახა კალაძემ გადასატანი ყუთის სიებში ჯანმრთელი ადამიანების აღმოჩენის საკითხთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად გაანცხადა:
„ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რამე პრობლემაა შესაბამისი სამსახურები გაასწორებენ“- აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






