რა დაპირსპირება ჰქონდათ ბესელია-ნარჩემაშვილს კონტრაბანდისტ „რობოტას“ გამო და როგორ გადაიკვეთა დღეს სამივეს ინტერესები?
პოლიტიკა - 14:03, 24 Nov, 2018     3963
გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, წინასაარჩევნო ბატალიებში ხელისუფლებამ 90-იანი წლებში ერგნეთის ბაზრობის კონტრაბანდასთან დაკავშირებული „რობოტა“ იგივე ნიკოლოზ ხმიადაშვილი ჩართო. მიზანი კი არის ის, რომ ხმიადაშვილმა თავისი კანონიერი თუ უკანონო კავშირები გამოიყენოს და შიდა ქართლელ ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილი „აარჩევინოს“.

რა არის ცნობილი ნიკოლოზ ხმიადაშვილზე?

2003 წელს პოლიცია ეჭვობდა, რომ გიორგი დურგლიშვილი (მეტსახელად "კოხტა") და ნიკოლოზ ხმიადაშვილი (მეტსახელად "რობოტა") კონტრაბანდისა და ერგნეთის ბაზრობის კრიმინალური მფარველები იყვნენ, ისინი მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავა. თუ მაშინდელ მედიას გადავხედავთ, აღმოჩნდება რომ ახლანდელ თანაპარტიელებს და თანამოაზრეებს კობა ნარჩემაშვილსა და ეკა ბესელიას მაშინ „რობოტასთან“ დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.

გაზეთ 24 საათის 2003 წლის 25 აგვისტოს ნომერში ვკითხულობთ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ხმიადაშვილის დაკავებას კონტრაბანდასთან ბრძოლის სერიოზულ მიღწევას აფასებდა:

“დაკავებულია სერიოზული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ერგნეთის ბაზრობიდან ტვირთებს აცილებდა და სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მეწარმეებს, რომლებიც სასაქონლო ოპერაციებს კანონიერად აწარმოებდნენ“- აცხადებდა კობა ნარჩემაშვილი

სულ სხვა მოსაზრების იყო დაკავებულთა ადვოკატი ეკა ბესელია და ის ამჟამინდელ თანაგუნდელს, მაშინ თითქმის კონტრაბანდისტობასაც კი აბრალებდა:

„პოლიციელების ქმედებით აღფრთოვანებულმა ნარჩამაშვილმა, რომელიც წინასაარჩევნოდ ქულებს იწერს, პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებაზე, რასაც მისი ხელქვეითები სჩადიან. ხმიადაშვილსა და დურგლიშვილს, დაკავებისას, პოლიცია დიდძალი იარაღი და დიდძალი ნარკოტიკი - ჰეროინი უპრობლემოდ ჩაუდო. სახეზეა უკანონო საპროცესო პოლიციური მოქმედებები. დაკავეულებთან კარგა ხანს არც ადვოკატს უშვებდნენ. მათი ბრალი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე წაუყენეს. თუკი კონტრაბანდისტობის ბრალდებით აკავებდნენ, კონკრეტული მტკიცებულებები გამოეყენებინათ, იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება რისთვის დასჭირდათ. საქმე ისაა, რომ ერგნეთის ბაზრობაზე კონტრაბანდით და ტვირთების გაცილება-გამოცილებით თავად შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები არიან დაკავებულები. მათ ხელს უშლიან ისინი, ვისაც კანონიერად, ლეგალურად შემოაქვს ტვირთი. სწორედ ამიტომ უნდა შსს-ს ხმიადაშვილისა და დურგლიშვილის მოშორება.“- აცხადებდა მაშინ ეკა ბესელიამ.

"ქართულ ოცნებასა" და შს მინისტრს, გიორგი გახარიას კრიმინალებთან წინასაარჩევნო გარიგებაში ადანაშაულებს გაერთიანებული ოპოზიცია. გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "შს მინისტრი, რომლის უწყების უშუალო მოვალეობაა ქვეყანაში წესრიგის დაცვა, დღეს კრიმინალებთან გარიგებაშია შესული".

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ნიკოლოზ ხმიადაშვილს, მეტსახელად რობოტას გახარიას მხარდაჭერა აქვს, "ახლა დარბის ის არჩევნებზე გახარიას მხარდაჭერით"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42