„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც უკვე ღიად გადაიქცა გაყალბების კანტორად და მისმა ხელმძღვანელმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ შემოგვათავზეს გაყალბების ახალი სქემა, რითაც ცდილობენ საარჩევნო უბნებისა და ამომრჩეველთა სიები მანიპულირებას.
მარტო თბილისში, სამგორის საარჩევნო ოლქში შექმნილია სპეცსიები და პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილია 1329 პოლიციელითა და სამხედრო მოსამსახურით, რომლებსაც ექნებათ საშუალება, პრაქტიკულად შეცვალონ ის შედეგები, რომელიც პირველ ტურში იყო.
მოგეხსენებათ პირველი ტური გრიგოლ ვაშაძემ სამგორის რაიონში მოიგო დიდი უპირატესობით და როგორც სჩანს, ახლა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამგორის საარჩევნო ოლქი დააბალანსოს უფრო კონტროლირებადი სპეცსიებით.
თბილისის სამგორის ოლქის 47 უბანზე დამატებულია 146 სამხედრო მოსამსახურე, 84 უბანზე - 402 სამხედრო მოსამსახურე, 83-ე უბანზე - 613 სამხედრო მოსამსახურე და ჯამში ეს რიცხვი შეადგენს 1329 ხმა, რამაც პრაქტიკულად შეუძლია გადაწყვიტოს და შეცვალოს პირველი ტურის შედეგები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.
ამიტომ მივმართავთ ცესკოს, რომ შეწყვიტოს ახალი სქემები შემუშავება, მოგვცეს იმ სამხედრო მოსამსახურეების და პოლიციელები სიაც, რომლებიც ჩამული არიან, რომ შეგვეძლოს დამუშავება და გადამოწმება მათ ძირითად საცხოვრებელ ადგილებზე არსებულ სიებთან.
მივმართავთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ამ უბნებს სადაც ხელოსუფლებას განზრახული აქვს პირდაპირი გაყალბება. ასევე მოვუწოდებ სამგორში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვიაქტიუროთ როგორც პირველ ტურში და არ მივცეთ ხელისუფლება გაყალბების საშუალება“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






