ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს დამკვირვებელი იყო, არჩევნების შემდგომ და საქართველოში მეორე ტურამდე არსებულ ვითარებაზე „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა. რასა იუკნევიჩიენე ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას იმასთან დაკავშირებით , რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვალების განულებასთან დაკავშირებით, ამომრჩევლის მოქრთამვაა.
‘გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია.“- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ
ლიტველი პოლიტიკოსი რასა იუკნევიჩიენე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 2018 წლის მარტიდან ნოემბრამდე იყო. ის ამ პოსტზე 19 ნოემბერს მადლენ მუნმა შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






