თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში ქაბულში დისლოცირებული ასეული მოინახულა
პოლიტიკა - 20:25, 23 Nov, 2018     931

საქრთველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა,გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ავრანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე მე-4 მაქანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირად შემადგენლობას გიორგობის დღესასწაული მიულოცეს და ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოს წმიდა გიორგის ხატი შეწირეს. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ქართული ასეულის მაღალი პროფესინალიზმი აღნიშნეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის თითოეულ მშვიდობისმყოფელს მადლობა გადაუხადეს. ლევან იზორიამ ქართველ სამხედროებს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა,გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მე-4 მაქანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მედლებით „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაღებულ ფილმის „წინაბრძოლის“ ჩვენებით გაგრძელდა. წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ გადაღებული ფილმი, ოფიციალურ პრემიერამდე, ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გაიმართა. ფილმის წარმომდგენი საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. ფილმი მისი უწმინდესობის მიერ დაწერილი მუსიკითა და მამა სერაფიმეს არამეული გალობით არის გაფორმებული.

ქართველ მშვიდებისმყოფელებთან შეხვედრას საქრთველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნადძე, მე-4 მაქანიზებული ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ილია რაინდაშვილი, ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი წარმომადგენელი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და მისი ახალი შემცვლელი პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი ესწრებოდნენ.

მე-4 მაქანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ დალოცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42