არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციის წევრებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებულ თავდსხმებს, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და ამომრჩეველზე ზეწოლად აფასებენ. სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს არაძალადობრივი მეთოდებით წარმართონ წინასაარჩევნო პროცესები, ხოლო საგამოძიებო უწყებებმა კანონდარღვევენზე ადეკბატური რეაგირება მოახდინონ.
„როცა საუბარია უკვე ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, მათზე სრული პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებაზე მოდის, რადგანაც ვინც არ უნდა იყოს მოძალადე, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, დროული, ადეკვატური და სრულყოფილი გამოძიება ჩაატაროს, სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება დროულად მოახდინოს და ისინი მისცეს პასუხისგებაში. როცა ხელისუფლება ასე არ იქცევა, ეს სხვა ადამიანების მხრიდან ძალადობას ახალისებს, რომელიც ახლაც გვხვდება. როცა ვლაპარაკობდით, რომ სამაგალითო უნდა იყოს იმ ადამიანების დასჯა და პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც არჩევნებზე ძალადობდნენ, ამის საპირისპიროდ მაგალითად, შემიძლია, გავიხსენო კორცხელის ინციდენტი, როცა ხელისუფლებამ მინიმალური სანქციებით გაათავისუფლა, მათ შორის პარლამენტარებზე ფიზიკურად მოძალადე ადამიანები,“- განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






