მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ამ საკითხით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინტერესდება, თუ საქმეს პროკურატურა სერიოზულ მნიშვნელობას მიანიჭებს და გამოძიება დაიწყებს.
„მე ამასთან დაკავშირებით არ მინდა კომენტარის გაკეთება. ესეთი კომენტარები ძალიან ბევრი ჟღერს წინასაარჩევნო პერიოდში. ენას ძვალი არ აქვსო, როგორც იტყვიან, და შეიძლება ნებისმიერი რამე დაგვბრალდეს, მაგრამ აქ ობიექტურობაზე ხომ ლაპარაკი არ არის, აქ არის დაბრალებაზე და სიტყვით ნებისმიერი რამე შეიძლება ითქვას. თუ რეალურად ამ ბრალდებას აქვს რაიმე საფუძველი, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელმაც შეიძლება გამოიძიოს და დაგვიდოს დასკვნა. რა თქმა უნდა, დავინტერესდებით, თუ ისეთი სერიოზული საკითხია, რომ პროკურატურამ მიიღო ეს გამოძიებაში,"-ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.
მასალის გამოყენების პირობები






