"ამომრჩეველი „ქართული ოცნებისთვის“ ბევრად მწვავე გადაწყვეტილებას მიიღებს მეორე ტურში"- ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 15:31, 23 Nov, 2018     926
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ „ტვ პირველის“ ეთერში წინასაარჩევნო პროცესზე და გაერთიანების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ქარდავას თქმით, ხელისუფლების ბრალდება, რომ გაერთიანებული ოპოზიცია რევოლუციის მოწყობას გეგმავს აბსურდულია, რადგან ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და გამარჯვებულები რევოლუციას არ აწყობენ:


„გამარჯვებულები რევოლუციას არ აწყობენ. ზოგადად ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი და დღესაც გაერთიანებულ ოპოზიციაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული პოზიცია: ჩვენ ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში, ჩვენ ვართ ორიენტირებული პროგრესზე, ვიხედებით წინ, გვსურს ქვეყნის განვითარება და ძალიან კარგად გვესმის, რომ რევოლუციები არ უწყობს ხელს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ასე რომ რევოლუციები, ძალადობა, ბოლო დღეების განმავლობაში თუ გადახედავთ ინფორმაციებს, ნახავთ საიდან შეიძლება მოდიოდეს და საიდან მოდის, ჩვენი მხარდამჭერების სახლებში შევარდნა, ადამიანების დანებით და "სპიცებით" დაჭრა, ე.წ მოლოტოვის კოქტეილების შეგდება ავტომანქანებში, კრიმინალთან ალიანსი და უბნებში დასაშინებლად ქუჩის ბიჭების შეგზავნა. ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, რომ ძალადობა მოდის მხოლოდ და მხოლოდ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ხედავს რომ მარცხდება.“- განაცხადა ქარდავამ.

ქარდავას თქმით, მას გამარჯვებაში ხალხში არსებული განწყობა არწმუნებს:

„ყოველდღიურ რეჟიმში, არც პირველი და არც მეორე ტურის პერიოდში არ გამიწყვეტია კომუნიკაცია ამომრჩეველთან და არანაირი შემოძახილი არ დაგვჭირვებია ვინმესი, რომ ხალხს უნდა ჩავეხუტოთ და ხალხთან ახლოს უნდა ვიყოთ. ჩვენ სულ ვიყავით ახლოს და სულ ვსწავლობდით პრობლემებს და პრეტენზიებს, რაც შეიძლება ხალხს ჩვენს მიმართ ქონოდა. სწორედ ეს განწყობა, ის მილიონნი ამომრჩეველი და მზარდი მხარდაჭერა გვარწმუნებს იმაში, რომ ვართ გამარჯვებული.“- აღნიშნა ედპ-ს ლიდერმა.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას სამომავლო პერსპექტივაზე ესაუბრებოდეს და პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდეს, ისევ იმ წარსულ ხელისუფლებაზე აპელირებს, რომლისგანაც ყველაფერი ცუდი აითვისა, ხოლო კარგი და მოსახლეობისთვის სასარგებლო შეაჩერა:

„ახლა ჩვენ უნდა ვკამათობდეთ პროგრამებზე, იმაზე, თუ რა არის ცუდი დღევანდელობაში და როგორ შეიძლება შევცვალოთ. ამ დროს, ჩვენ კი ვსაუბრობთ ჩვენს პროგრამაზე და გეგმებზე, თუ რას გავაკეთებთ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და ეს აუცილებლად მოხდება საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, ბუნებრივია საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სრულად, მაგრამ "ქართული ოცნება" საუბრობს მხოლოდ წარსულზე. წარსულზე საუბრობს მხოლოდ ის, ვისაც არაფერი სასაუბრო არ აქვს აწმყოზე და მომავალზე. ამ რეალობაში ვართ ჩვენ და ეს რეალობა არ მოწონს ქართველ ხალხს. ჩვენმა ხელისუფლებამ წარსულისგან არანაირი დასკვნა არ გამოიტანა, ის რაც შეიძლება ყველაზე ცუდი ყოფილიყო წარსულ ხელისუფლებაში ის გადმოიბარა, პიროვნებებს არ დავასახელებ, „კოლექტიური მურუსიძე“ ასე ვთქვათ, და რაც კარგი იყო ყველაფერი შეაჩერა, არ იზრდება სამუშაო ადგილები, პენსია... ვინც მუდამ უკან იყურება ის აუცილებლად წაბორძიკდება. ჩვენ არ ვიყურებით უკან, ჩვენ ვცდილობთ, თუ რამე ცუდი იყო, შევცვალოთ. თუმცა მე გეტყვით, რომ მე ვერ ავიღებ ვერც კარგზე და ვერც ცუდზე პასუხისმგებლობას, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, მე ვფიქრობ დღევანდელ დღეზე , მომავალზე, მე ვფიქრობ იმაზე, რომ ჩვენ მოვახერხეთ გაერთიანება პროდასავლურად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა ძალებმა, გვყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს კინკლაობა და ქიშპი პოლიტიკურ ველზე, მის ამოცანას წარმოადგენს, რომ რაღაც სიკეთე გაკეთდეს პოლიტიკურ ველზე და ეს სიკეთე არის სწორედ ეროვნული თანხმობის, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, ეს სიკეთე არის რომ აუდიტის სამსახური, პროკურატურა იყოს ოპოზიციის ხელში...

ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში მოითავებს პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს, გაბრაზდება და განაწყენდება მილიონ ამომრჩეველზე და ამის შემდეგ მობილიზებას გაუკეთებს მეჩითოვს, „პატრიოტთა ალიანსს“ და კიდევ სხვა ცალკეულ პიროვნებებს, რომლებიც პირდაპირ მოსკოვიდან იმართებიან და მამასისხლად გადაეკიდება დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუციას- არასამთავრობო სექტორს, რომელიც საკმაოდ კარგად განვითარდა ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ბევრია მათზე დამოკიდებული, აი, ამ ხელისუფლების პერსპექტივებზე საუბარი ძალიან რთულია. ამომრჩეველმა გადაწყვეტილება მიიღო პირველ ტურში და „ქართული ოცნებისთვის“ ბევრად მწვავე გადაწყვეტილებას მიიღებს მეორე ტურში.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ჩანაწერს, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არაა და რომელშიც საიტის ინფორმაციით გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა რომ ამ ჩანაწერზე სერიოზული შეფასების გაკეთება შეუძლებელია. ბაჩუკი ქარდავამ უპასუხა, საკრებულოს წევრის ვატო შაქარაშვილის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობას გეგმავს, „ქართული ოცნების“ წევრი საკრებულოს დეპუტატი სწორედ ამ ჩანაწერით აპელირებდა:

„მას ძალიან ბევრი მეცადინეობა მოუწევს გაერკვეს გააგრძელოს პოლიტიკა თუ სხვა საქმით, ან სპორტით დაკავდეს. ამ ჩანაწერს, რომელიც ახლა გავრცელდა სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, ეს ვატოს ასაკის ახალგაზრდების სათამაშოს უფრო გავს ეს ჩანაწერი, ვიდრე რამე რეალურს და სერიოზულს.“- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42