კიკნაველიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში, ხელისუფლება არღვევს იმ პრინციპს რაზეც გამოხატვის თავისუფლება დგას. ხელისუფლების ოპონენტი, მიიჩნებს, რომ მთავარი პრინციპების დარღვევა საზოგადოებას და ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს დააზიანებს.
"ხელისუფლების განცხადებები და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, შეიძლება ერთი სიტყვით დავახასიათოთ, ეს არის პანიკა. შეუძლებელია, რომ გონიერმა ადამიანმა, რომელსაც სიტუაციის კარგად გაანალიზება შეუძლია, მსგავსი ნაბიჯები გადადგას. ხელისუფლება არღვევს იმ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოში 2004 წლიდან არსებობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მესამე სექტორის წარმომადგენლებს არ ასამართლებენ, იმის გამო, რომ ისინი კრიტიკულები არიან და თავის წყაროებს არ გათქვამენ, რომლებმაც არასამთავრობოებს სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ამ დღის წესრიგის მორღვევა, არის იმ ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტის მორღვევა, რაზეც დგას გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან საშიშია მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და დემოკრატიისთვის"- უთხრა "ნიუპოსტს" კიკნაველიძემ.
გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რითაც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.
მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ პროკურატურის განცხადება მათი კოლეგის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ირიბი გზავნილია.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2004 წელს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი იქნა მიღებული, არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებას ეჭქვეშ დაეყენებინოს უფლებადამცველების უფლება, აბსოლუტური პრივილეგიით იყოს დაცული მათი პროფესიული საიდუმლოების წყარო.
საქართველოს მთავარი პროკურატურა კი ადამიანის უფლებაარასამთავრობოების უფლება უარი თქვან წყაროს გამხელაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელებმა, არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და ყალბი დოკუმენტაციის შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.
ამ განცხადების შემდეგ ისინი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
თადუმაძის უწყებაში ამბობენ, რომ გამოკითხულმა პირებმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






