"არავის ვურჩევ ექიმების ღირსების შელახვას" - დავით სერგეენკო გაერთიანებულ ოპოზიციას
პოლიტიკა - 14:56, 23 Nov, 2018     639

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ისინი დაჭრილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მიმართ ექიმების უყურადღებობაზე საუბრობდნენ.

სეერგენკოს თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება ექიმებისთვის მძიმე შეურაცხყოფაა.

„მოვისმინე გარკვეული შეფასებები, გაოცებული ვარ. როგორ შეუძლია ვინმეს ენა მოუბრუნდეს, რომ ექიმმა ვიღაცას, რაღაც პოლიტიკური შეხედულებების გამო არ აღმოუჩინა დახმარება. ამაზე მძიმე შეურაცხყოფა ექიმისთვის არ არსებობს. არავის ვურჩევ ექიმების ღირსების შელახვას. ექიმები არიან ადამიანები, ვინც პოლიტიკურ კი არა, ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგესა და მოსისხლე მტერს აღმოუჩენენ დახმარებას" - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენეთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდილაძეს "ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ და დაჭრეს. ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42