თავდასხმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა - ოზურგეთში "შავი სამყაროს" წარმომადგენლები "ნაციონალებს" დაუპირისპირდნენ
პოლიტიკა - 14:52, 23 Nov, 2018     2685
დღეს, ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურ "ლუკოილთან" "შავი სამყაროს" წარმომადგენები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ბანერის გაკვრის აკრძალვას მოყვა, მაშინ როცა მუშები აღნიშნულ მონაკვეთზე არსებულ ბილბორდზე გრიგოლ ვაშაძის ბანერს აკრავდნენ, იქ 10-მდე ე.წ. "ძველი ბიჭი" შეიკრიბა და მუშებს ბანერის გაკვრა აუკრძალეს.

მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, როცა ადგილზე სიტუაციის გასარკვევად გრიგოლ ვაშაძის შტაბის წარმომადგენლები მივიდნენ.

დაწყებული კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, შემდეგ კი რამდენიმე ე.წ. "ძველი ბიჭი" ვაშაძის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელს, დავით მჟავანაძეს დაესხა თავს.

საბოლოოდ ადგილზე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმოადგენლები დარჩნენ და მუშებმა ბანერის გაკვრაც დაასრულეს.

"ეს არის ხელისუფლების ზონდერები, ვითომ "ქუჩის" წარმომადგენლები, დიდი ალბათობით ნარკოტიკული თრობის ქვეშ ატერორებენ და შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს წარმომადგენლებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მომხდარს ასე არ დავტოვებთ და ყველა ეს ადამიანი ვინც დღეს გვემუქრებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა კანონის წინაშე აგებენ პასუხს"-თქვა ინცინდენტის დასასრულს დავით მჟავანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42