ხელისუფლების ზეწოლა ენჯეოებზე - "ოცნება აგონიაშია, პუტინის რუსეთის მეთოდებით ებრძვის საზოგადოებას და ქვეყანა სრული იზოლაციისკენ მიჰყავს"
პოლიტიკა - 13:34, 23 Nov, 2018     1191
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბრძოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნაბიჯი შესაძლოა ქვეყანას ძვირი დაუჯდეს.

ვაშაძე ევროპარლამენტში გამოთქმულ შემაშფოთებელ გაფრთხილებას იხსენებს, როცა პარტნიორებმა ხელისუფლებას უთხრეს, რომ შესაძლოა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება გადაიხედოს.

ოპოზიციის წარმომადგენელი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ ხელისუფლება კრიტიკულ არასამთავრობოებს პუტინის რუსეთში არსებული მეთოდებით ებრძვის:

"ქართული ოცნება წარმოუდგენელ აგონიაშია. მათი არაადექვატური ნაბიჯების ახსნა უკვე წარმოუდგენელია. ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებისთვის ბრძოლის გამოცხადების პრეცედენტი საქართველოში შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა.

ასეთი რამ მხოლოდ პუტინის რუსეთში ხდება, სადაც სამოქალაქო სექტორი მტერია, მათ სვამენ ციხეში, რისი უფლებაც არავის არ აქვს.

ქართული ოცნება კი თავისი მექანიზმებითა და მეთოდებით პუტინის რუსეთს დაემსგავსა, ეს გაუგონარი რაღაცაა, რაც დღეს ხდება. საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების ამ ქმედებას ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვება. გავიხსენოთ ის განაცხადი, რაც ევროპარლამენტში იყო გაკეთებული, რომ შეიძლება ასოცირების ხელშეკრულება გადაიხედოს. სამწუხაროდ, მართლა შეიძლება ამ რეალობის წინაშე დავდგეთ თუ ივანიშვილის გუნდი მსგავს ნაბიჯებს გააგრძელებს.

აქ ოპოზიციასა და პოზიციაზე, პოლიტიკურ ჯგუფებზე ხომ არ არის საუბარი? ჩვენ მაღალ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია გვყავს, რომელებიც საერთაშორისოდ აღიარებულები არიან, ზოგიერთი მათგანი პირდაპირ საერთაშორისო ორგანიზაციაა და ჩათვალეთ, რომ "ქართული ოცნების" მსგავსი გადაწყვეტილებებით საქართველო სრული იზოლაციისკენ მიდის, რაც პუტინის რუსეთში ხდება"- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რითაც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ პროკურატურის განცხადება მათი კოლეგის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ირიბი გზავნილია.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2004 წელს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი იქნა მიღებული, არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებას ეჭქვეშ დაეყენებინოს უფლებადამცველების უფლება, აბსოლუტური პრივილეგიით იყოს დაცული მათი პროფესიული საიდუმლოების წყარო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა კი ადამიანის უფლებაარასამთავრობოების უფლება უარი თქვან წყაროს გამხელაზე.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელებმა, არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და ყალბი დოკუმენტაციის შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.

ამ განცხადების შემდეგ ისინი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

თადუმაძის უწყებაში ამბობენ, რომ გამოკითხულმა პირებმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42