„ივანიშვილმა რიგი დააყენა "ქართუ ბანკთან," ყველას იბარებენ და სთხოვენ ქეშით მიიტანონ ფული" - უდუმაშვილი
პოლიტიკა - 12:53, 23 Nov, 2018     3088
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ბიზნესზე ზეწოლისა და რეკეტის შესახებ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახის წევრის განცხადებას გამოეხმაურა.

უდუმაშვილის შეფასებით, ივანიშვილი საკუთარი ფულით არავის დაეხმარება და ის ბიზნესისთვის წართმეული ფულით აპირებს მოვალეთა შავ სიაში მყოფი 600 ათასი პირის ვალის დაფარვას.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ბუნებრივია მით უფრო გააძლიერებდა ბიძინა ივანიშვილი ტერორს ბიზნესზე... ის ხომ ცნობილი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის საკუთარი ფულით არაფერს აფინანსებს და არც იმ პროექტს დააფინანსებდა რომელიც ბახტაძეს გამოაცხადებინა ე.წ. ამნისტიის შესახებ, ბიზნესს მოუწევს ამის საკუთარი ჯიბიდან გადახდა, სწორედ ამიტომ რიგი დააყენეს "ქართუ ბანკთან," ყველას იბარებენ და ყველას სთხოვენ ქეშით მიიტანონ ფული, რომ რაღაც პროექტები განახორციელოს ბიძინა ივანიშვილმა. ეს ყველაფერი დასრულდება მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ბიზნესი საქართველოში სულ ღაფავს გარდა იმ ბიზნესისა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან,“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

კურიერი" მორიგ სკანდალურ ინფორმაციას და ჩანაწერებს ავრცელებს. "რუსთავი 2"- ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახი მათ დაუკავშირდა და უამბო, რომ ელიზბარაშვილს "ქართუ ბანკში" 10 დეკემბრამდე 20 მილიონი ლარის მიტანა დაავალეს.

ბიზნესმენის ყოფილი ცოლის მტკიცებით, ბიზნესმენებს ყოველთვიურად 300 ათასი ლარის შეტანასაც აიძულებენ, თუმცა ეს თანხა არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42