„ვსაუბრობდით სიღატაკეზე, ვსაუბრობდით იმაზე რომ ინსტიტუციები ჩამოშალა ერთმა ადამიანმა და ოლიგარქმა ქვეყანა გაიხადა ჯიბის სახელმწიფოდ, ვამბობდით, რომ სახელმწიფოს დავკარგავთ თუ ვერ მოვახერხებთ გაერთიანებას, უახლოეს არჩევნებში გამარჯვებას და ქვეყნის დროულად პროგრესის გზაზე დაყენებას. ახლა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა, რაც ამ არჩევნებმა დაგვანახა და ყურადღება მისაქცევია, ის რაც მოხდა ახალქალაქში, მოხდა კახეთში, მოხდა რაჭაში, იგივე ოღონდ პატარა მასშტაბებით ხდება ყოველდღიურად და არა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ამომრჩევლის და ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ სახელმწიფო კოალიციაში შევიდა კრიმინალთან. ეს არის ძალიან სახიფათო თამაში და ამ ქვეყანამ უკვე ნახა თუ რა შედეგი მოაქვს კრიმინალის და ხელისუფლების ალიანსს. ეს იყო 90-იან წლებში და ძალიან ცუდად დასრულდა. თუ ვინმე ძალადობას და რევოლუციურ სცენარებს აპირებს, ეს არის ხელისუფლება და აქამდე მიყავს ქვეყანა, მაშინ როდესაც ხდება ალიანსი კრიმინალთან და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა იგნორირება გაუკეთა პოლიტიკურ პარტიებს და მისი მთავარი პარტნიორები აღმოჩნდნენ ქუჩა და ე.წ ძველი ბიჭები. ამ რეალობის წინაშე ვართ, დრო ძალიან ცოტა გვაქვს და მიტომ დროულად უნდა დამთავრდეს ეს ხელისუფლება და ეს პროცესი უნდა დაიწყოს მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებით, რაც გარდაუვალია. რევანშისთვის არავის გვცალია, საქმე ბევრი გვაქვს საკეთებელი“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






