ინფორმაციას ადასტურებს პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილიც, თუმცა ამბობს, რომ მისი პარტიის წევრები კონფერენციაზე დასასწრებად წავიდნენ.
"იქ არიან წარმოდგენილი სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები - ეს არის ჩვენი ერთადერთი ინტერესი ამ კონფერენციაში მონაწილეობის. რატომ არის გასაკვირი, რომ ადა მარშანია მონაწილეობს იმ კონფერენციაში ადა მარშანია, რომელიც არის აფხაზი. მთელი თავის სიცოცხლის მანძილზე ის და მის ოჯახი იღწვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასეთი ტიპის კონფერენციები გაცილებით ადრე იგეგმება და მეორე ტურის ალბათობას წინასწარ ვერავინ განსაჭვრეტად, ამიტომ არავითარ კავშირში ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან,“-ამბობს ირმა ინაშვილი.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის,“ ვიზიტებისა და ამ ვიზიტების მიზნების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
„მე არ შეიძლება მქონდეს ამ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია. მხარდამჭერებში და მათ რიგებში რომ არ ვეძებოთ გზა-კვალი და თუ კავშირები, კანდიდატი, რომელსაც თქვენ უჭერთ მხარს, ბატონი ვაშაძე, უფრო ახლო კავშირია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის და პირდაპირი კავშირია მისი,“-ამბობს ეკა ბესელია.
რაც შეეხება ოპოზიციას, "პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტს კოლაბორაციონალისუტურს უწოდებს:
„კოლაბორაციონალისტური პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებების წარმოების მანდატი მხოლოდ მთავრობას აქვს ნებისმიერ ქვეყანაში, ამ ადამიანების მოსკოვში, ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქი ეს კოლაბორაციონალისტური ვიზიტი მართლაც არის კიდევ ერთი არგუმენტი ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რატომ არ უნდა მივცეთ ხმა სალომე ზურაბიშვილს,"-აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, პის ვერ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიის ვიზიტი მოსკოვში, სწორედ არჩევნების მეორე ტურს უკავშირდებოდეს.
„როგორც ჩანს აქტიურად ელოდებიან იმ კანდიდატის გამარჯვებას რომელიც პირდაპირ დაადასტურებს რუსეთის პოზიციას, რაც შეეხება 2008 წლის ომის მოვლენებს. შესაბამისად, მე ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ ვიზიტის მთავარი დატვირთვაც არის არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა,“-ამბობს სამადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






