შსს-მ ქვემო ქართლის საგამოძიებო დანაყოფსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვანზე მორგებული გარემო შექმნა
პოლიტიკა - 18:08, 22 Nov, 2018     432

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან - ღასან ხალილთან ერთად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, არასრულწლოვანთა გამოკითხვის ახლად მოწყობილი ოთახი, ასევე, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვნების უფლებების დაცვის სტანდარტებზე მორგებული საგამოძიებო და განთავსების ოთახები დაათვალიერა.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში არასრულწლოვნებისთვის შექმნილ ადაპტირებულ სივრცეში, რომელიც სრულად არის მორგებული მოზარდის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და განვითარებაზე, არასრულწლოვანთა მიმართულებით სპეციალიზებული გამომძიებლების მიერ განხორციელდება არასრულწლოვან მოწმეთა და დაზარალებულთა გამოკითხვა, რაც მათი ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას ისახავს მიზნად. ასევე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები განთავსდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავების ოთახში, რომელიც არასრულწლოვანზეა მორგებული.

,,რეალურად, რუსთავში ჩვენ პირველად გავაკეთეთ არასრულწლოვნების მიმართ ან არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის კონტექსტში მათთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურის სრული მოწყობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას რომ, ჩვენ არასრულწლოვნების დანაშაულს ეფექტურად ვებრძოლოთ. ეს არის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების იმ დიდი გეგმის, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას გულისხმობს. აქვე უნდა აღვნიშნო, ავჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორის ახალდაწყებული პროექტი, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება კომპლექსი, სადაც არასრულწლოვნებისთვის ასევე იქნება განსაზღვრული სპეციალური სივრცე. ჩვენ ამ გზით რუსთავიდან ვიწყებთ და ახლო მომავალში მსგავსი ინფრასტრუქტურა გაჩნდება ქვეყნის ყველა რეგიონში და დიდ ქალაქში. ‘’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

არასრულწლოვნებზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურა რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოეწყო.

2018 წლის დეკემბრიდან, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ინიცირებული პროექტის ფარგლებში, არასრულწლოვნებისთვის ქალაქ თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგის მომსახურებაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვნებზე მორგებული გარემოს შექმნას 2019 წლიდან სხვა ქალაქებშიც გააგრძელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42