სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან და გურიის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გურიის რეგიონში. ადგილზე შეხვდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნის და ლანჩხუთის N 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.
ლანჩხუთის N 3 საჯარო სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. სოფელ ჯიხანჯირში, მოინახულეს შრომისუბნის საჯარო სკოლის დაწყებითი კორპუსის მშენებლობისთვის გამოყოფილი უბანი, სადაც 2019 წელს თანამედროვე, ენერგოეფექტური და უსაფრთხო მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებული იქნება აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო.
ჩოხტაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში 2019 წელს დაიწყება თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის მშენებლობა. სკოლის პროექტი 120 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
სკოლები ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით.facebook გვერდის ლინკი . https://www.facebook.com/ESIDA.info/
მასალის გამოყენების პირობები