"დავალიანების განულების ინიციატივა არის ერთჯერადი აქცია... ბანკებზე წნეხი ან დაძალება არ ყოფილა"- სებ-ის პრეზიდენტი
პოლიტიკა - 17:56, 22 Nov, 2018     763
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოქალაქეთა დავალიანების განულების შესახებ ისაუბრა, კობა გვენეტაძის თქმით მოქალაქეთა დავალიანების განულების შესახებ გარიგების პირობები კომერციული ინფორმაციაა, რომელიც მხოლოდ თავად ფონდმა „ქართუმ“ ან ბანკებმა შეიძლება გასცენ. მისი განცხადებით ბანკებისა და ონლაინ კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესში არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რამდენიმე ბანკმა ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა:


„ეს არის ორ ბიზნეს სუბიექტს შორის გარიგება და გარიგების პირობებთან დაკავშირებით არ მაქვს სრული ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, ხომ არ იყო ზეწოლა, მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ბანკმა მონაწილეობა არ მიიღო ამაში. უბრალოდ განაცხადეს, რომ არ სურდათ, რამდენიმე ონლაინ კომპანიამ არ მოისურვეს ეს და ისინი არ იღებენ მონაწილეობას. რამე . გარიგების პირობები კი, არის კომერციული ინფორმაცია, რომელიც შეუძლია თავად ფონდმა გასცეს ან კომერციულმა ბანკებმა.“- განაცხადა გვენეტაძემ.

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და დავალიანების განულების ინიციატივის პროცესში მისი როლი ორ ბიზნეს სუბიექტს შორის გარიგებასთან დაკავშირებით გარკვეული კონსულტაციაა. გვენეტაძის განცხადებით, დავალიანების განულების ინიციატივა არის ერთჯერადი აქცია, მაგრამ ძალიან კარგი შესაძლებლობაა მოქალაქეებისთვის, რადგან მოქალაქეთა ამ ჯგუფს მიეცემა საშუალება, ოფიციალურად დასაქმდნენ და ეკონომიკის განვითარებაში თავიანთი კონტრიბუცია შეიტანონ.

„ვფიქრობ, ეს დადებითი მომენტია და ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად უნდა იმოქმედოს. ზოგადად, ურისკო ქმედება არ არსებობს და შეიძლება, ამასაც ახლდეს გარკვეული რისკი. ეს არის ე.წ. მორალური რისკი, რომ მომავალში შეიძლება, იფიქრონ მსესხებლებმა, რომ აი მეც არ გადავიხდი ამ სესხს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ერთჯერადი აქცია და მომავალში ასეთი რამ აღარ გაკეთდება. ეს ერთჯერადი აქციაა, მაგრამ ძალიან კარგი შანსია მოქალაქეებისთვის, რათა მათ სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება, ასევე, უნდა გაითვალისწინონ ძველი შემთხვევები და უფრო ფრთხილად იყვნენ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ებმის პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების შემოღებას, რომელიც წლის ბოლოს შევა ძალაში.“- განაცხადა გვენეტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42