ბიძინაობა, ცოტნეობა, მაქსიმობა… - სახელობით დღესასწაულებში დახარჯული ათასობით ლარი ღარიბ მუნიციპალიტეტებში
პოლიტიკა - 17:19, 22 Nov, 2018     1256
"ბიძინაობა, ექვთიმეობა, ცოტნეობა, მაქსიმობა, ილიაობა… მუნიციპალიტეტები ადგილობრივ ფულს სახელობით რელიგიურ დღესასწაულებში ხარჯავენ.
"ფლანგვის დეტექტორი" მორიგ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო ყოველწლიურად 25 მილიონით ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რელიგიურ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტები აფინანსებენ. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ საერთო ჯამში სახელობით დღესასწაულებში 45 198 ლარი დაიხარჯა".



"საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება. საქართველოს საპატრიარქო ყოველწლიურად ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. მათ შორის 2018 წელსაც ეკლესია 25 000 000 ლარით დაფინანსდა. მიუხედავად ამისა მაინც ხდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ცალკე თანხების გამოყოფა რელიგიური ღონისძიებების აღსანიშნავად.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ მხარეები ვალდებულებას იღებენ დაიცავ და განამტკიცონ ევროპული ფასეულობები. მათ შორის კარგი მმართველობის პრინციპიც, რაც გულისხმობს მმართველობას, რომელიც ძალაუფლების დაყოფის პრინციპზე, ხალხის მმართველობაზე, არჩევითობაზე, გამჭვირვალობაზეა დამყარებული.

მუნიციპალიტეტები რელიგიური და სახელობითი დღესასწაულების აღნიშვნაზე ახდენენ პრიორიტეტიზაციას, რაც არღვევს კარგი მმართველობის პრინციპებს. იმ პირობებში როცა ადგილობრივ თვითმმართველობებს მწირი რესურსები გააჩნიათ, ის ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული და პასუხობდეს საზოგადოების რეალურ მოთხოვნებს და საჭიროებებს.

რაც შეეხება სახელდობრ სახელობით დღესასწაულებს:

ასპინძის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს სახალხო დღესასწაულები ცოტნება და შოთაობაიზეიმა, რაშიც საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 18,865 ლარი დაიხარჯა. ცოტნეობის დღესასწაულის აღსანიშნად მუნიციპალიტეტმა 215 ლარი იმყოფინა, შოთაობაშიკი ბევრად მეტი 15,650 ლარი დახარჯა.

2018 წელს ცაგერის მუნიციპალიტეტმა 1 წლის მანძილზე ორჯერ აღნიშნა რელიგიური დღესასწაული მაქსიმობა. მაქსიმობა უკვე წლებია აღინიშნება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიერ 26 აგვისტოსა და 2 თებერვალს, მაქსიმობის აღნიშვნაში მუნიციპალიტეტიც მონაწილეობს. მაგალითად 2018 წელს დღესასწაულის აღსანიშნავად ცაგერის მუნიციპალიტეტმა 12,000 ლარი გადასცა ეპარქიას. დღესასწაულის ფარგლებში ტარდება წირვა-ლოცვა და ეწყობა გასართობი ღონისძიებები.

2018 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტმა 1 ოქტომბერს ბიძინაობა იზეიმა. 2018 წელს ბიძინაობისდღესასწაულში 558 ლარი დაიხარჯა, თუმცა მაგ. 2014 წელს აღნიშნულმა თანხამ 2,300 ლარი შეადგინა.

2018 წელს სახელობითი დღესასწაული ასევე აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა. მათ ოქტომბერში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დღესასწაული “ექვთიმეობა” აღნიშნეს და 5 205 ლარი დახარჯეს.

2018 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტმაც გამოიჩინა თავი სახელობითი დღესასწაულების აღნიშვნით - მიხაობა, ილიაობა და გოდერძობა ჯამში 11,570 ლარი დაჯდა.

გოდერძობა - გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი დღეობაა. გოდერძი ჩოხელმა 2003 წელს თვითმკვლელობა სცადა და მოგვიანებით, მიზეზად გაუსაძლისი სიღარიბე დაასახელა. სიღარიბის მხრივ, არაფერი გაუმჯობესებულა. UNICEF-ის კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. ამ ფონზე გოდერძობაში ადგილობრივი თანხების ხარჯვა ტრაგიკომიკურია," - ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყაროები:
1) დუშეთი - მიხაობა, ილიაობა და გოდერძობა
https://www.scribd.com/.../%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A8%E1...
2) ოზურგეთი - ექვთიმეობა https://www.scribd.com/.../%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%A3%E1...
3) ახმეტა - ბიძინაობა https://www.scribd.com/.../%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1...
4) ცაგერი - მაქსიმობა https://www.scribd.com/.../%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%92%E1...
5)ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ინტერვიუ
https://www.youtube.com/watch?v=7Q5QHrcVFM4
6) ასპინძის მუნიციპალიტეტი - შოთაობა, ცოტნეობა ( გვ. 16-17 )
https://www.scribd.com/upload-document





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42