„უმაღლესი მთავარსარდალია პრეზიდენტი და თავდაცვის შეიარაღებული ძალების რეფორმირების კოორდინაცია, ასევე ომის შემთხვევაში და კრიზისების მართვა ახალი კონსტიტუციით მის ფუნქციებში შედის და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც გავიცნოთ და გავიგოთ მომავალი მთავარსარდლის ხედვა, თუ რა ხედვები აქვს, საით უნდა წავიდეთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ და როგორ უნდა დალაგდეს ისე სისტემა, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის იყოს იმიტომ, რომ კონსტიტუციაში საკმაოდ ბუნდოვნად არის უსაფრთხოების სფერო გაწერილი, ბევრი რამე საერთოდ არ არის გაწერილი.“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნოდარ ხარშილაძემ.
ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის თქმით, მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატების პოზიცია სავალდებულო სამხედრო სამსახურზე და პოლიციის დეპოლიტიცაზიასთან დაკავშირებით:
„ჩვენი სახელმწიფო დღემდე ვერ ჩამოყალიბდა იმაზე, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური, რა ჯობია საკონტრაქტო სისტემა თუ სავალდებულო სისტემა. კიდევ უფრო მწვავე ე.წ. მუდმივი სუს-ის საკითხი, რაც არ უნდა გვპირდებოდეს ხოლმე ჩვენ ხელისუფლებები, რომ მოხდება დეპოლიტიზირება პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურები დაკავებულები იქნებიან თავისი ნამდვილი ფუნქციებით, მაინც ჯამში ვიღებთ ჩვენ ყოველთვის პოლიტიკურ პოლიციას, ანუ კაგებეს გაგრძელებას. აი ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფრქვას,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






