გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური 22 ნოემბერს სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის საფლავზე იმყოფებოდა. სუს-ის ხელმძღვანელმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ გამოძიების დასასრულს, იმ ფაქტების გასაჯაროება მოხდება, რომელსაც ახლა ვერ ასაჯაროებს.
"ექსპერტიზა გაგცემთ ამომწურავ პასუხს, მე არ ვარ ექსპერტი, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამოდის დნმ-ი და თითის ანაბეჭდი იყო, თუმცა რაც შემთვის ცნობილია ეს იყო უარგისი. როდესაც ხდება თითის ანაბეჭდის აღება, რომელიც არ არის ვარგისიანი რომ მოხდეს დადარება სხვა თითის ანაბეჭდთან. ჩემთვის როგორც ცნობილია , არ აღმოჩნდა ვარგისიანი. იქ თავისი სხვადასხვა ეფექტები აქვს და დეტალებში ვერ შევალ.“- განაცხადა გომელაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე ნამდვილად იყო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში თუ არა, გომელაურმა განაცხადამ, რომ ოთახში ხელყუმბარა იყო, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს:
„თქვენ როგორ ფიქრობთ, ვიტყვი, რომ კი ჩვენ შევიტანეთ? რა თქმა უნდა იქ იყო ხელყუმბარა, თუმცა იძიებს პროკურატურა და მე ვერ ვიტყვი ღიად, სამწუხაროს არ შემიძლია დეტალები მოვყვე.“- განაცხადა გომელაურმა.
კითხვაზე, რატომ მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის კადრების გასაჯაროება, მაშინ როდესაც მას ბრალდებულის სტატუსი არ ქონდა, გომელაურმა მედია ისევ პროკურატურასთან გადაამისამართა.
„პროკურატურა გაგცემთ პასუხს, ერთ რაღაცას გეტყვით, ამ თემაზე მარტო კადრები არ არის, იქ არის უამრავი მასალა, ტელეფონის ზარები, კონტაქტები, მისი აღებული ტელეფონის ნომრები და უამრავი მასალაა, რაზეც ახლა ვერ ვსაუბრობ. გამოძიება დამთავრდება და ეს გასაჯაროვდება ალბათ...“- განაცხადა გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






