"საჭიროა, რეგიონები განვითარდეს, მეტად შეიძლება საექსპორტო ბაზრის გახსნა, მე ვიქნები ელჩი ამ მიმართულებით" - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 16:12, 22 Nov, 2018     872

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორში ფერმერებს შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რეგიონები განვითარდეს.

„საქართველოში გორი არის ერთ-ერთი ძლიერი რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება, რომ რეგიონები განვითარდეს. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ვიქნები რეგიონების პრეზიდენტი, რადგან ამ ქვეყანაში თუ არ იქნა ძლიერი რეგიონი, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი. არ შეიძლება, ყველაფერი იწყებოდეს და მთავრდებოდეს თბილისში. სანამ არ გავაძლიერებთ რეგიონებს ისე, რომ აქედან წასვლა არავინ მოისურვოს, მანამდე არ ვიქნებით ისეთი განვითარებული ქვეყანა, რისკენაც ვისწრაფვით. მე ვიქნები თქვენს გვერდში, რათა რეგიონები თავიანთი მიმართულებებით გავაძლიეროთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, იქნება ფერმერების ელჩი საექსპორტო ბაზრებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის საექსპორტო ბაზარი არასოდეს იქნება მხოლოდ რუსეთი.

„ჩვენთვის ღიაა მსოფლიო და მეტად შეიძლება ამ ბაზრის გახსნა. მე ამაზე ვიმუშავებ ჩემი წარსული გამოცდილებით და შემიძლია, ამ დარგში მივიღო შედეგები ისე, როგორც სხვა დარგში", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ფერმერები არიან მაგალითი,როგორ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა.

„სახელმწიფო კი არ უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს თავად, რასაც თავად ქმნის, ესაა საჯარო სექტორი და აწვება ქვეყნის ბიუჯეტს, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს მცირე და საშუალო ბიზნესს რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ესაა ქვეყნის ხერხემალი. აწარმოე საქართველოში წარმატებული პროგრამაა და ასეთი პროგრამები უნდა იყოს მეტი და ხელმისაწვდომი", – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, იქნება ფერმერების დამცველი.

„შრომის უსაფრთხოება და ყველა ის პირობები, რომელიც არსებობს საწარმოში, უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. ადამიანების დაცულობა ევროპის მიღწევაა და უნდა გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ასევე, დაცულობა მეწარმეების. არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი არ იყოს თქვენს გვერდით. მიგულეთ თქვენს გვერდით", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42