"რა უნდა ამ კაცს, ვერავინ ვერ გაიგო"- კალაძე ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა (ვიდეო)
პოლიტიკა - 15:51, 22 Nov, 2018     1973

თბილისის მერი, კახა კალაძე „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ბრალდებებზე ვრეცელ კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ „ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი ფენომენი“.

„რუსთავი 2“- ის ჟურნალისტმა კალაძეს ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებაზე კომენტარი სთხოვა.

საუბარია წინასწარ დაწერილ ინტერვიუზე, რომელიც მას ტელეიმედისთვის უნდა მიეცა და რომლის მიზანიც მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას დაკავების საფუძველი იყო. ზაზა ოქუაშვილს უნდა ეთქვა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ კომპრომატების გავრცელება სწორედ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაავალეს.

„ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი ფენომენი. ჯერ იყო და აუდიო ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, ახლა ალბათ ანიმაციებზეც გადავა სამომავლოდ. უბრალოდ გაუგებარია მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ამ კაცს ვერავინ ვერ გაიგო. რაში იხდიდა ფულს, 6 მილიონი ჰქონდა დავალიანება როგორც ირკვევა და 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა დღემდე ვერავინ ვერ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც გვარამიამ გაიგო და ვერც კვესიტაძემ ერთ-ერთ გადაცემაში როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ. მაქსიმალურად ცდილობდნენ დახმარებოდნენ, აეხსნათ საზოგადოებისთვის მაგრამ თვითონაც ვერაფერი ვერ გაიგეს და გაუგებარია ყველასთვის ზოგადად რა უნდა ამ ადამიანს,“-განაცხადა კახა კალაძემ.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე რასთან დაკავშირებით მისცა „ქართუ ბანკმა“ ომეგა ჯგუფს თანხა, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს 2004 წელს მოხდა.

„მოსახლეობამ, რომ იცოდეს ეს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტია, რომელიც მისვამს შეკითხვებს და არ მოგცემთ შესაძლებლობას საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი იყო ხელისუფლებაში, წაართვა ტელეკომპანია იბერია და მაშინ იყო როდესაც "ქართუმ" მისცა სესხი, ზუსტი თანხა არ მახსოვს და ეს გადამოწმებადია და შესაძლებელია მივიღოთ სწორი ინფორმაცია თ როდის იყო გაცემული სესხი,“-განაცხადა კახა კალაძემ.

დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა "რუსთავი 2"-ს "ქართული ოცნების" პრესსამსახურმა არ მისცა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42